ნომიკოსის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნომიკოსის სახლი
რუს. Дом Номикоса
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
მასალა აგური[1]
დასრულების თარიღი XIX საუკუნის მესამე მეოთხედი

ნომიკოსის სახლი (რუს. Дом Номикоса) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მესამე მეოთხედში. 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 ბრძანების შესაბამისად სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1].

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 53[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაგანროგში ბერძნების ქუჩა 53-ში მდებარე სახლი აგებულია XIX საუკუნის მესამე მეოთხედში. იგი ააგეს მეორე გილდიის ვაჭარ ნიკოლაი ლომბაკოს ოჯახისათვის. მას და მის ცოლს პავლინა ვასილის ასულს ჰყავდათ რამდენიმე შვილი.

1866-1867 წლებში სახლი გაყიდეს და გადავიდა კალომირა ვასილის ასულის, ანტონ ნომიკოსის ცოლის, კუთვნილებაში. ნომიკოსების ოჯახი, ისევე ოგორც ლომბაკოების ოჯახი, მრავალშვილიანი იყო, მათი შვილების სახელები იყო: ვასილი,კალიოპა, ეკატერინე, მიხეილი, ეანგელია და ალექსანდრე. უფროსი შვილი ვასილი დაიბადა 1884 წელს , ალექსანდრე და ევანგელა იყვნენ ტყუპები. კალომირა ნომიკოსი სერიზულად იყო ჩართული შენობის რეკონსტრუქციაში და მიაღწია კიდეც ამ შედეგს. მისი ქმარი ეწეოდა აქტიურ მოღვაწეობას ქალაქში: დააარსა მაკარონის ფაბრიკა, შემდეგ წისქვილი (ააგო 1882 წელს). მისმა პროდუქციამ არაერთხელ დაიმსახურა სხვადასხვა ჯილდო[3]..

ანტონ ნომიკოსი გარდაიცვალა 1894 წლის 12 მარტს. 1912 წლიდან მისი სახლის ნახევარში განთავსდა ტაგანროგელთა საკომისიო-სააგენტო კანტორა. 1920 წელს შენობაში განტავსდა პროფესიული სამედიცინო სკოლა, რომელსაც სხვადასხვა დროს ეწოდა სამედიცინო ტექნიკუმი, სამედიცინო სასწავლებელი და ფელდშერ-აკუშერის სკოლა.

ნომიკოსის სახლი 1925 წლამდე ეკუთვნოდა მის შთამომავლებს. 1941 წელს აქ გახსნეს სახალხო სახლი. 1992 წლიდან სახლი რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობს ძეგლია

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუთხის ორსართულიანი სახლი აგებულია აგურის სტილში. XX საუკუნის დასაწყისში დაამატეს დამატებითი არქიტექტურული გაფორმება. მეორე სართულის ფანჯრები ნახევარწრიულია[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]