შინაარსზე გადასვლა

ნოლან ბუშნელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოლან ბუშნელი
ინგლ. Nolan Bushnell
დაბ. თარიღი 5 თებერვალი, 1943(1943-02-05) (82 წლის)
დაბ. ადგილი კლირფილდი, იუტა, აშშ
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ინჟინერი, მეწარმე, ინფორმატიკოსი და გამომგონებელი
ალმა-მატერი იუტის უნივერსიტეტი, იუტის შტატის უნივერსიტეტი და დეივისის საშუალო სკოლა
ჯილდოები BAFTA-ს საპატიო ჯილდო[1]
საიტი nolanbushnell.com

ნოლან კეი ბუშნელი (ინგლ. Nolan Kay Bushnell; დ. 5 თებერვალი, 1943) — ამერიკელი ინჟინერი და მეწარმე, კომპიუტერული თამაშებისა და საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის ასოციაციის დიდების დარბაზების წევრი. მიღებული აქვს BAFTA Fellowship-ს პრემია და Nations Restaurant News-ის „წლის ნოვატორის“ ჯილდო. ითვლება ვიდეო თამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთ დამფუძნებლად.[2] ჟურნალმა „Newsweek“-მა იგი შეიყვანა სიაში „50 ადამიანი, რომლებმაც შეცვალეს ამერიკა“. 1997 წელს, ჟურნალმა „Computer Gaming World“ ნოლან ბუშნელი სათამაშო ინდუსტრიის „ყველაზე გავლენიანი ადამიანების“ სიაში მეხუთე ადგილზე დაასახელა.[3]

ბიოგრაფია და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოლან კეი ბუშნელი დაიბადა 1943 წლის 5 თებერვალს კლირფილდში, იუტას შტატში, საშუალო ფენის ოჯახში, რომლებიც უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები იყვნენ.[4][5] დეივისის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ,[6] 1961 წელს ჩაირიცხა იუტას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჯერ ინჟინერიას, მოგვიანებით კი ბიზნესს სწავლობდა. 1964 წელს ის გადავიდა იუტას უნივერსიტეტის საინჟინრო კოლეჯში, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი ელექტროინჟინერიაში.[7]

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იუტადან კალიფორნიაში გადავიდა იმ იმედით, რომ Disney-ში დაიწყებდა მუშაობას, მაგრამ კომპანიას ახალი კოლეჯდამთავრებულების დაქირავების პრაქტიკა არ ჰქონდა. ამის ნაცვლად, ბუშნელმა კომპანია Ampex-ის ელექტროინჟინრად დაიწყო მუშაობა.[8] აქ მან გაიცნო მისი თანამშრომელი ტედ დებნი და აღმოაჩინა, რომ მათ საერთო ინტერესები ჰქონდათ. ბუშნელმა დებნი სტენფორდის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში წაიყვანა, რათა „Spacewar!“ ეჩვენებინა.[9]

1970 წელს ბუშნელმა და დებნიმ ჩამოაყალიბეს კომპანია Syzygy Engineering, რომელმაც შექმნა პირველი არკადული და პირველი კომერციულად ხელმისაწვდომი ვიდეო თამაში „Computer Space“.[10][11][12] 1972 წელს Syzygy Engineering ოფიციალურად იქცა კომპანია Atari, Inc.-ად, რომელმაც შემდგომში გამოუშვა წარმატებული არკადული თამაში „Pong“, ხოლო 1977 წელს — მეორე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლი Atari 2600,[13] რომელმაც უდიდეს გავლენა მოახდინა ვიდეო თამაშების ინდუსტრიის განვითარებაზე.

1977 წელს დააფუძნა საოჯახო რესტორნებისა და გასართობი ცენტრების ქსელი „Chuck E. Cheese’s.“ 1983 წელს, სტენ ჰანისთან ერთად, დააარსა კომპანია „Etak“, რომელიც უშვებდა კომპიუტერიზებული სანავიგაციო სისტემებს ავტომობილებისთვის.[14] მოღვაწეობის პერიოდში ბუშნელმა ოცზე მეტი კომპანია დააფუძნა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 2009 Academy Fellow: Nolan Bushnell — 2019.
  2. McCracken, Harry. (2012-06-27) Atari at 40: Catching Up with Founder Nolan Bushnell. Time. Time Inc. ციტირების თარიღი: 2012-08-08
  3. The Most Influential People in Computer Gaming(ინგლისური) // Computer Gaming World, Ziff Davis, № 159, P. 56, დაარქივებულია ორიგინალიდან (16 აგვისტო, 2000)
  4. Goll, Steve (October 1, 1984). „When The Magic Goes“. Inc. ციტირების თარიღი: April 2, 2021.
  5. Learmouth, Michael (September 16, 1999). „No Pain, No Game“. Metro. ციტირების თარიღი: June 7, 2015.
  6. 4 famous Davis High alumni from the last 100 years.
  7. Smith, Keith. (January 1, 2015) The Golden Age Arcade Historian: Annotated Atari Depositions, Part 1. ციტირების თარიღი: February 8, 2018
  8. Cohen, Scott (1984). „Chapter 2“, Zap! The Rise and Fall of Atari. McGraw-Hill, გვ. 15–24. ISBN 9780070115439. 
  9. Herman, Leonard (April 2009). „The Untold Atari Story“. Edge. 200: 94–99.
  10. Big History of the Arcade. ციტირების თარიღი: August 31, 2007
  11. Nolan Bushnell profile. ციტირების თარიღი: August 31, 2007
  12. Computer Space History. ციტირების თარიღი: August 31, 2007
  13. Loguidice, Bill; Matt Barton. (January 9, 2009) The History Of Pong: Avoid Missing Game to Start Industry. ციტირების თარიღი: January 10, 2009
  14. Benj Edwards. (26 ივნისი, 2015) Who Needs GPS? The Forgotten Story of Etak’s Amazing 1985 Car Navigation System. Fast Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი, 2017. ციტირების თარიღი: 13 მაისი, 2017.