ნოკული
იერსახე
|
| |
| ალტერნატიული სახელები |
ლოკუმი |
|---|---|
| რიგითობა | აპეტაიზერი ან მთავარი კერძი |
| წარმოშობის ადგილი | თურქეთი, ბულგარეთი |
| ტემპერატურა სერვირების დროს | ცხელი |
ნოკული (თურქ. Nokul) ― თურქული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი, ფენოვანი ცომისგან მომზადებული კერძის სახეობაა. ის გავრცელებულია ცენტრალური შავი ზღვის თურქულ რეგიონში და ბულგარეთის თურქული უმცირესობით დასახლებულ რაიონებში. ნოკულს ზოგჯერ პურის ნაცვლად ცხლად მიირთმევენ, როგორც აპეტაიზერს. ის შედგება გაბრტყელებული ფენოვანი ცომის ნაჭრებისგან, რომლებზეც ფეტას თეთრი ყველი, ნიგოზი ან ყაყაჩოს თესლია მოყრილი. ამ ინგრედიენტებს კარაქის თხელ ფენაზე ათავსებენ. შემდეგ ცომს აბრტყელებენ, ჭრიან პორციებად და აცხობენ[1]
ვარიაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებობს ნოკულის მრავალი ვარიაცია:
- ნოკული პეინირით (ყველით)[2]
- ნოკული ხორცით[3]
- ნოკული ტაჰინით[4]
- ნოკული ნიგვზით[5]
- ნოკული ყაყაჩოს თესლით[6]
- ნოკული თხილით
გარდა ამისა, ყოველ რეგიონში გვხვდება განსხვავებული სტილის ნოკული.[7][8]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cevizli lokum Bursa'nın. blog.milliyet.com.tr. ციტირების თარიღი: 10.10.25.
- ↑ Peynirli Nokul (11 October 2017). ციტირების თარიღი: 2021-04-05
- ↑ Kolaylezzet. KIYMALI NOKUL (Gerze, Sinop) tr-TR. ციტირების თარიღი: 2021-04-05
- ↑ Tahinli Nokul tr (2017-06-20). ციტირების თარიღი: 2021-04-05
- ↑ Cevizli Nokul tr (2016-02-26). ციტირების თარიღი: 2021-04-05
- ↑ Haşhaşlı Afyon Nokulu (Tam Ölçülü) tr (2016-05-31). ციტირების თარიღი: 2021-04-05
- ↑ DHA. (9 October 2020) Öğretmenler okulda nokul yapıyor, hem gelir üretiyor hem usta yetiştiriyor tr. ციტირების თარიღი: 2021-04-04
- ↑ 'Sizin Oraların Nesi Meşhur?' Samsun'da tr (19 February 2021). ციტირების თარიღი: 2021-04-04