ნოვოჩერკასკის წმინდა ნიკოლოზის სტაროვერული ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვოჩერკასკის წმინდა ნიკოლოზის სტაროვერული ტაძარი
ნოვოჩერკასკის წმინდა ნიკოლოზის სტაროვერული ტაძარი — რუსეთი
ნოვოჩერკასკის წმინდა ნიკოლოზის სტაროვერული ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი სტაროვერული ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ნოვოჩერკასკი
სასულიერო სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1907

ნოვოჩერკასკის წმინდა ნიკოლოზის სტაროვერული ტაძარი (რუს. Николаевский старообрядческий храм) — ყოფილი სტაროვერული ტაძარი ქალაქ ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად ეკლესია შემონახული არ არის.

ნოვოჩერკასკის ფოსტის ქუჩაზე 300 მეტრის რადიუსში ორი წმინდა ნიკოლოზის ეკლესია მდებარეობდა: ერთი მართლმადიდებლური (ნოვოჩერკასკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია) - ნიკოლაევსკის მოედანზე (ამჟამად ლევსკის მოედანი), ხოლო მეორე - სტაროვერების, ალექსანდრეს ბაღში[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1905 წლის 17 ოქტომბერს რუსეთში გამოქვეყნდა მეფის მანიფესტი, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეებს მიენიჭათ სიტყვის, კრების და კავშირების თავისუფლება. 1906 წლის 17 ოქტომბერს კი რელიგიის თავისუფლებაც გამოცხადდა. ნოვოჩერკასკის სტაროვერებმა, რომლებმაც დაათბეს ურთიერთობა სტაროვერელებსა და მართლმადიდებლებს შორის, გადაწყვიტეს რომ ნოვოჩერკასკში აეშენებინათ ეკლესია სტაროვერული ტაძარი.

სტაროჩერკასკის კაზაკმა-სტაროვერმა დიმიტრი ბაიდალაკოვმა ტაძრის მშენებლობისათვის მრევლს გადასცა თავისი ეზო ორი ქვის სახლით ფოსტის ქუჩა ნომერ 39-ში. 1907 წელს ტაძარი ააშენს.

ეკლესია მოხატა მხატვარმა ივანე პოპოვმა კოლეგებთან ერთად. 1908 წლის 26 ოქტომბერს შედგა სტაროვერული ტაძრის კურთხევა[2].

ეკლესიას ჰქონდა სტაროვერული ხატებით გაფორმებული კანკელი, რომელიც დაამზადეს ფაიფურის ფაბრიკაში.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ სტაროვერელები აქტიურად მონაწილეობდნენ ნოვოჩერკასკის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფოსტის ქუჩაზე (ამჟამად პუშკინის ქუჩა) 300 მეტრის რადიუსში მდებარეობდა წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ორი ეკლესია, მართლმადიდებლური და სტარვერული. ამჟამად ორივე ეკლესია დანგრეულია.

წმინდა ნიკოლოზის სტაროვერული ტაძარი დაიხურა 1935 წელს. იმ ადგილზე სადაც მდებარეობდა წმინდა ნიკოლოზის სტაროვერული ტაძარი ამჟამად აგებულია ქალაქის სახანძროს ოთხასრთულიანი შენობა. ნოვოჩერკასკის სტაროვერელები სალოცავად დადიან დონის როსტოვში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]