ნოვოჩერკასკის დონის კაზაკთა ისტორიის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვოჩერკასკის დონის კაზაკთა ისტორიის მუზეუმი

მუზეუმის მთავარი შენობა
47°24′45″ ჩ. გ. 40°06′15″ ა. გ. / 47.41250° ჩ. გ. 40.10417° ა. გ. / 47.41250; 40.10417
დაარსდა 1886
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა როსტოვის ოლქი
ექსპონატი 150 000
ვიზიტორები 175 000[1]
დირექტორი სვეტლანა სედინკო
ოფიციალური საიტი [www.novochmuseum.ru www.novochmuseum.ru]
Map

ნოვოჩერკასკის დონის კაზაკთა ისტორიის მუზეუმი (რუს. Новочеркасский музей истории Донского казачества) — კაზაკური მუზეუმების გაერთიანება ქალაქ ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. დაარსდა 1886 წელს. მოიცავს ხუთ სამუზეუმო კომპლექსს. კერძოდ: მთავარი შენობა, ატამანის სასახლე, მიტროფანე გრეკოვის სახლ-მუზეუმი, კრილოვის სახლ-მუზეუმი და საგამოფენო დარბაზი ბუდიონოვსკის ქუჩაზე. მუზეუმის კოლექციაში შედის 150 000 დაცული ნივთი[1]. მუზეუმთან მოქმედებს საზოგადოებრივი გაერთიანებები: „კრილოვის პარასკევი“, „ლიტერატურული სასტუმრო“, ბავშვთა შემოქმედების სტუდია, მოსწავლეთა ისტორიული კლუბი „მემკვიდრეობა“[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის შენობა 1905 წელს

მუზეუმის გახსნას წინ უძღოდა მხარეთმცოდნე-ენთუზიასტების მნიშვნელოვანი საორგანიზაციო და შეგროვებითი სამუშაოები. 1886-1887 წლებში ჩამოყალიბდა დონის მუზეუმის შექმნის კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ატამანის მრჩეველი სამოქალაქო საკითხებში ი. დობრინინი. 1894 წელს დაიწყო მუზეუმის შენობის მშენებლობა აკადემიკოს ა. იაშჩენკოს პროექტის მიხედვით. მუზეუმი დღესაც აღნიშნულ შენობაში ფუნქციონირებს. მშენებლობა თავდაპირველად საზოგადოების მიერ შემოწირულობებით მიმდინარეობდა, შეგროვდა 30 000 რუბლი, თუმცა ეს თანხა არ იყო საკმარისი. რუსეთის იმპერიის სამხედრო საბჭომ დამატებით კიდევ გამოყო 45 000 რუბლი სამუშაოების დასასრულებლად[3].

1899 წლის 22 ნოემბერს შედგა მუზეუმის გახსნა. მუზეუმი მოიცავს ექვს განყოფილებას: ისტორიამდელი, ისტორიული, ბუნებრივ-ისტორიული, ბიბლიოთეკა, ისტორიული არქივი და სამხედრო რეგალიების განყოფიილება. მუზეუმის პირველი დირექტორი და ერთ-ერთი დამაარსებელი იყო ხარიტონ პოპოვი[4].

1941 წელს დონის მუზეუმს ეწოდა დონის კაზაკთა ისტორიის მუზეუმი. მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების მიერ ქალაქის ოკუპაციის პირობებში ღირებული ნივთები დაცული იყო. ომის შემდეგ მუზეუმმა აღადგინა მუშაობა.

1946 წელს პრაღის ეროვნული მუზეუმიდან დონის მუზეუმს დაუბრუნდა 2 726 ექსპონატი, რომელთა ევაკუაციაც საზღვარგარეთ მოხდა 1920 წელს. 1940-იანი წლების შუა პერიოდში მუზეუმს გადაეცა ნიკოლაი დუბოვსკის ნახატების კოლექცია. მოგვიანებით ფონდები შეივსო მხატვარ-პეიზაჟისტის ივანე კრილოვის ნამუშევრებით.

1957, 1979 და 1989 წელს მუზეუმთან შეიქმნა მხატვრების მ. გრკოვის, ი. კრილოვისა და პოეტ ვ. კალმიკოვის მემორიალური სახლ-მუზეუმები. 2005 წლს სექტემბერში გაიხსნა ახალი მუზეუმი ნოვოჩერკასკის ატამანის სასახლე[2].

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის მთავარ შენობაში ინახება კაზაკთა ისტორიის ამსახველი ექსპონატები, კაზაკების საცხოვრებელი და სამხედრო კოსტიუმები (XIX—XX სს.), ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები, შეწყალების სიგელები, დონის კანცელარიის დოკუმენტები, იმპერატორის პორტრეტები და ასავლეთ-ევროპელი მხატვრების ნამუშევრები. აქვეა მნიშვნელოვანი იშვიათი წიგნებისა და გაზეთების კოლექცია[1].

კრილოვის სახლ-მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრილოვის სახლ-მუზეუმი

მხატვარ ივანე ივანეს ძე კრილოვის მემორიალური სახლ-მუზეუმი გაიხსნა 1979 წლის 1 ივნისს ნოვოჩერკასკში, სახლში, სადაც იგი ცხოვრობდდა 1900 წლიდან 1936 წლამდე. მხატვარი დაიბადა 1860 წელს დონელი კაზაკის ოჯახში სტანიცა ელიზოვეტინსკაიაში, სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. სწავლის დასრულების შემდეგ ცხოვრობდა პეტერბურგში, სტანიცა სივერსკოიში, მოსკოვში. ამ პერიოდში იგი ცნობილი გახდა, როგორც პეიზაჟისტი. მისი სურათები „ჩრდილოეთის ციკლი“ ზამთრის პეიზაჟებით „ყინული ნევაზე“, „მოსკოვის ხედი ბეღურების მთიდან“ შეიძინა დიდმა თავადმა სერგეი ალექსანდრეს ძემ. ამ ნამუშევრების ვარიანტები ამჟამად ინახება მუზეუმში.

კავკასიაში და ყირიმში მოგზაურობისას შექმნილი ნამუშევრები გაერტიანებულია „სამხრეთის ციკლის“ ნახატებში. რამდენიმე თავისი ნაშრომი მხატვარმა მიუძღვნა ტაგანროგს. ეს სურათებია: „ზღვის ნაპირი ტაგანროგში“, „ტაგანროგი - ტალღა“, „შუქურა ღამით“, „ტაგანროგის კიბე“.

XX საუკუნის დასაწყისში მხატვარი დაუბრუნდა დონის მიწას, აქ იყიდა სახლი და ცხოვრობდა ცოლთან და შვილთან ერთად. სახლი სადაც ამჟამად სახლ-მუზეუმია განთავსებული, სავარაუდოდ, ააშენა XIX საუკუნის მეორე ნახევარში და წარმოადგენს ტიპურ კაზაკურ სახლს.

ამ სახლში ცხოვრების პერიოდში მხატვარი მუშაობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მასწავლებლად. ნოვოჩერკასკში ცხოვრების პერიოდში მან დახატა 900 ტილო. მუზეუმის ექსპოზიცია სწორედ მისი მოღვაწეობის ამ პერიოდზე მოგვითხრობს[5].

სხლი თავის დროზე წამოადგენდა ნოვოჩერკასკის კულტურული ცხოვრების ცენტრს. აქ ხშირად იკრიბებოდნენ მწერალი ალექსანდრე კუპრინი, ალექსანდრე სერაფიმოვიჩი, კ. ტრენევი და სხვები.

გრეკოვის სახლ-მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის საზეიმო გახსნა გაიმართა 1957 წლის 30 ივნისს. მიტროფანე გრეკოვის (1882-1934 წწ.) ცხოვრებისა და მოღვაწეობის დიდი ნაწილი წარიმართა ქალაქ ნოვოჩერკასკში. მხატვარი ქალაქში ცხოვრობდა 14 წლის განმავლობაში ამ პერიოდში მან შექმნა 92 ტილო, მათ შორის „ბუდიონის რაზმში“ (1923 წ.),„ტაჩანკა“ (1925 წ.), „კავალერიის შეტევა“ (1927 წ.), „ეგორლინკის ბრძოლა“ (1927-1928 წწ.), პირველი საბჭოთა დიორამა „როსტოვის აღება“. მხატვარი სახლში ცხოვრობდა 1918 წლის ივნისიდან 1931 წლამდე. ამ დროიდან ოთხი წელი და სამი თვე მსახურობდა საომარ ნაწილებში, დანარჩენი პერიოდი კი ხატავდა სურათებს. საბჭოტა მხატვარ-ბატალისტისათვის ნოვოჩერკასკში ცხოვრების პერიოდი იყო საკმაოდ ნაყოფიერი. ამ პერიოდში მან შექმნა 74 ცნობილი ნახატი.

მხატვარი მიტროფანე მარტიშჩენკო, რომელიც მუშაობდა ფსევდონიმით მ. გრეკოვი, დაიბადა 1882 წელს ხუტორ შარპაევკაში. ფერწერას სწავლობდა ოდესის სამხატვრო სასწავლებელში, პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. გახდა საბჭოთა ბატალისტიკისა და საბჭოთა პანორამული ხელოვნების დამაარსებელი. მისი მემორიალური სახლ-მუზეუმი გაიხსნა 1957 წელს მხატვრის გადაცვალებიდან 23 წლის შემდეგ. სახლში დაცულია ის ავეჯი და ნივთები რომელსაც იყენებდა მხატვარი[6]. მემორიალის შემადგენლობაში შედის სახლი, რომელშიც იგი ცხოვრობდა, ფლიგელი, მცირე ხეხილის ბაღი. სახლში დაცულია მისი ნახატები, ესკიზები, ეტიუდები, მხატვრის პირადი ნივთები.

მხატვრის სახელოსნოში დაცულია მისი მოლბერტი, სკამით, დივანი, მეტალის სავარძელი, კარადა. სახელოსნოს კედლებზე ჰკიდია მისი ნახატები[7]. სახლ-მუზეუმის ექსპოზიციაში ერთ-ერთი განყოფილება ეძღვნება მის ბატალისტურ ნახატებს[8].

ატამანის სასახლე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატამანის სასახლე

ყოფილი მთავარი ატამანის რეზიდენციის მეორე სართულზე განთავსებული ექსპოზიცია მოგვითხრობს ატამანის ხელისუფლების სისტემისა და მათ პირად როლზე ონის მხარის ისტორიაში, ატამანის ინსტიტუტის ისტორიის შესახებ. აქ ნაჩვენებია ატამანის, როგორც რუსული საზოგადოების ელიტის წარმომადგენლის ყოფა. დიდ ინტერესს იწვევს ატამან ალექსეი კალედინის მემორიალური კომპლექსი. იგი დახვრიტეს სასახლეში 1918 წლის 29 იანვარს[9].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Музей истории Донского казачества. Музей истории Донского казачества. ციტირების თარიღი: 2017-01-02.
  2. 2.0 2.1 История Музея. Музей истории Донского казачества. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-13. ციტირების თარიღი: 2017-01-02.
  3. Строительство здания музея. Музей истории Донского казачества. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-26. ციტირების თარიღი: 2017-01-02.
  4. Попов Харитон Иванович
  5. Крылов Иван Иванович
  6. Дом-музей М.Б. Грекова. Музеи России. ციტირების თარიღი: 2017-01-02.
  7. Музей Митрофана Борисовича Грекова в Новочеркасске. Novocherkassk.net. ციტირების თარიღი: 2017-01-02.
  8. Студия военных художников имени М.Б. Грекова
  9. Атаманский дворец. Официальный портал Министерства труда и социального развития Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-03. ციტირების თარიღი: 2017-01-02.