ნოვონიკოლაევკის ღვთისმშობლის შობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოვონიკოლაევკის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ნოვონიკოლაევკის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ნოვონიკოლაევკა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
საიტი novonikol.ru
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1911-1913

ნოვონიკოლაევკის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მატვეევო-კურგანის რაიონის სოფელ ნოვონიკოლაევკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას[2]. აგებულია 1911-1913 წლებში.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, მატვეევო-კურგანის რაიონი, სოფელი ნოვონიკოლაევკა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Images.png გარე სურათები
Image-silk.png ეკლესიის ფოტო
Image-silk.png ეკლესიის კანკელი


ნოვონიკოლაევკის ღვთისმშობლის შობის ეკლესია მდებარეობს სოფლის ცენტრში. იგი პირველად მოიხსენიება 1899 წელს. 1911 წელა ადგილობრივმა მოსახლეობამ შეაგროვა ფინანსები, რათა აეშენებინათ საკუთარი ეკლესია. თავისი წვლილი ეკლესიის მშენებლობაში შეიტანა ასევე ადგილბრივმა მემემულე მანიჩმა. ორი წლის შემდეგ ეკლესია ააშენეს. ეკლესიის კურთხევა მოხდა პირველი მსოფლიო ომის წინ ბრწყინვალე შვიდეულში.

რუსეთის სამოქალაქო ომის შემდეგ, 1930-იან წლებში ეკლესია დახურეს — ჯვარი ჩამოხსნეს და გუმბათი დაანგრიეს. ეკლესია გადააკეთეს ხორცის საწყობად, ხოლო სამი შენობა, რომელიც ეკლესიასთან მდებარეობდა გადააკეთეს ბიბლიოთეკად, ამბულატორიად და მაღაზიად. ეკლესიაში ღვთისმსახურება აღსდგა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მაგრამ ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, 1960-იანი წლების დასაწყისში ეკლესია კვლავ დახურეს.

ეკლესია გაიხსნა მხოლოდ 30 წლის შემდეგ, როდესაც 1991 წლის 15 თებერვალს აღდგენილ ეკლესიაში გაიმართა საღვთო ლიტურგია. ამჟამად ღვთისმშობლის შობის ეკლესია არის მოქმედი. ეკლესიის შემადგენლობაში შედის ირგვლივ მდებარე ორი მცირე აგურის ნაგებობა. ეკლესიის წინამძღვარია მღვდელმონაზონი პავლე სვიატენიუკი.

ეკლესიის შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის შობის ეკლესია აგურისგანაა აგებული, ერთსაკურთხევლიანია, აქვს სატრაპეზო და ორიარუსიანი სამრეკლო, დასრულებულია ოთხფერდა სახურავით. თავისი არქიტექტურული კომპოზიციით მიეკუთვნება ე. წ. სატრაპეზო ეკლესიას, სადაც სატრაპეზო და სამლოცველი დარბაზი გაერთიანებულია. ეკლესიას ადგას მასიური გუმბათი.

სამრეკლო ორიარუსიანია. იგი აღადგინეს 1989-1990 წლებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]