შინაარსზე გადასვლა

ნოვი-იჩინის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვი-იჩინის რაიონი - წითელ ფერში / მორავია-სილეზიის მხარე სტაფილოსფერ ფერში
ქალაქი ნოვი-იჩინი

ნოვი-იჩინის რაიონი (ჩეხ. Okres Nový Jičín) — რაიონი მორავია-სილეზიის მხარეში, ჩეხეთში. მისი დედაქალაქია ქალაქი ნოვი-იჩინი. რაიონის ფართობია 881,59 კმ². 2025 წლის მონაცემებით ნოვი-იჩინის რაიონში 151 331 ადამიანი ცხოვრობს.[1]

რაიონის რელიეფი ძალიან მრავალფეროვანია. მისი ტერიტორიის ძირითად ნაწილზე დაბლობია, ჩრდილოეთით და სამხრეთით მისი ლანდშაფტი მთებითაა წარმოდგენილი.

ნოვი-იჩინის რაიონის ტერიტორია ოთხ გეომორფოლოგიურ მეზორეგიონად არის დაყოფილი, ესენია: ნიზკი-იესენიკი (ჩრდილოეთი), მორავიის კარიბჭე (ცენტრი), მორავია-სილეზიის მთისწინეთი (ცენტრი) და მორავია-სილეზიის ბესკიდები (სამხრეთი).

რაიონის უმაღლესი წერტილია რადჰოშტის მთა, მისი სიმაღლე 1 129 მეტრია ზღვის დონიდან. რაიონის ყველაზე დაბალი წერტილია მდინარე ოდრას კალაპოტი ისტებნიკში, ამ ადგილზე მდინარის კალაპოტის სიმაღლე 221 მეტრია ზღვის დონიდან.

მდინარე ოდრა რაიონის ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარეა. რაიონის ტერიტორიაზე მას ერთვის იჩინკა და ბილოვკა.

ნოვი-იჩინის რაიონში 9 ქალაქია:

  1. Land use (as at 31 December). Public database. Czech Statistical Office. ციტირების თარიღი: 2023-05-19