შინაარსზე გადასვლა

ნოვე-მნესტო-ნა-მორავე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ნოვე-მნესტო-ნა-მორავე
ჩეხ. Nové Město na Moravě
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე ვისოჩინის მხარე
შიდა დაყოფა Hlinné[1] , Jiříkovice[1] , Maršovice[1] , Olešná[1] , Petrovice[1] , Pohledec[1] , Rokytno[1] , Slavkovice[1] , Studnice[1] და Nové Město na Moravě
კოორდინატები 49°33′41″ ჩ. გ. 16°04′25″ ა. გ. / 49.56139° ჩ. გ. 16.07361° ა. გ. / 49.56139; 16.07361
მმართველი Michal Šmarda
პირველი ხსენება 1267
ფართობი 61,13 კმ²
ცენტრის სიმაღლე 594 მეტრი
მოსახლეობა 9 834 (1 იანვარი, 2025)[2]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საფოსტო ინდექსი 592 31[3]
საავტომობილო კოდი J
ოფიციალური საიტი https://www.nmnm.cz/
ნოვე-მნესტო-ნა-მორავე — ჩეხეთი
ნოვე-მნესტო-ნა-მორავე

ნოვე-მნესტო-ნა-მორავე (ჩეხ. Nové Město na Moravě) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ვისოჩინის მხარეში, ქალაქი ჟდიარ-ნად-საზავოუს რაიონში მდებარეობს. ნოვე-მნესტო-ნა-მორავე ცნობილი ზამთრის კურორტია ჩეხეთში. ქალაქის ისტორიული ცენტრი კარგად არის შემონახული და ჩეხეთის კულტურული ძეგლი სტატუსი აქვს.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოვე-მნესტო-ნა-მორავეს მუნიციპალიტეტი 10 მუნიციპალური ერთეულისგან შედგება.[4] ესენია:

ნოვე-მნესტო-ნა-მორავე რაიონულ ცენტრ ჟდიარ-ნად-საზავოუდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 9 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქ ბრნოდან კი 53 კილომეტრითაა დაცილებული. მისი მუნიციპალური ტერიტორიის უმეტესი ნაწილი კრჟიჟანოვის მთიანეთში მდებარეობს, რომელიც ჩეხეთ-მორავიის მაღლობის ყველაზე მაღალი ნაწილია. ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალზე მდებარე წერტილია კოპეჩეკი, რომელიც 822 მეტრზე მდებარეობს ზღვის დონიდან. ნოვე-მნესტო-ნა-მორავეს ჰკვეთს მდინარე ბობრუვკა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ჟდიარსკე-ვრხის დაცულ ლანდშაფტს უკავია.

ნოვე-მნესტო-ნა-მორავეს ციხე
„ვისოჩინა-არენა“
წმ. კუნიგუნდას ეკლესია

ნოვე-მნესტო-ნა-მოძრავ ისტორიულ წყაროებში პირველად 1267 წელს ბოჩკოვის სახელწოდებით არის მოხსენიებული. ობრჟანელი დიდგვაროვანი ბოჩეკი აქ ჯერ კიდევ 1255 წელს დასახლდა. სახელწოდება „ნოვე-მნესტო“ პირველად მეფე ვაცლავ II-ის 1293 წლის განკარგულებაშია ნახსენები, სადაც ის სავაჭრო ქალაქად არის დასახელებული.[5]

1312 წელს ლიპელმა დიდგვაროვნებმა ქალაქი ნოვე-მნესტოს სახელწოდებით შეიძინეს. მათ აქ XIV საუკუნის მეორე ნახევარში ციხესიმაგრე ააგეს. 1496 წელს ნოვე-მნესტო ვილემ II პერშტეინელმა შეიძინა. პერშტეინელთა მმართველობის დროს (განსაკუთრებით ვრატისლავ II პერშტეინელი 1561-1582) ქალაქში ეკონომიკური ბუმი დაიწყო. ვრატისლავ II-ეს მმართველობის დროს ააგეს ქალაქის ახალი მერია რენესანსის არქიტექტურით და ციხესიმაგრეც რენესანსის სტილის სასახლედ გადაკეთდა. 1588 წელს პერშტეინებმა ნოვე-მნესტო ვილემ დუბსკის მიყიდეს, მან ციხესიმაგრე აღადგინა და ქალაქის განვითარების ახალი ერა დაიწყო. ნოვე-მნესტოს ეკონომიკურ აღმავლობაზე ფრანც ფონ დიტრიხშტაინი და კრაცერების ოჯახი ზრუნავდნენ, მათი თაოსნობით ქალაქში მინისა და რკინის წარმოება განვითარდა.[5]

XIX საუკუნის ბოლოს განვითარდა სათხილამურო სპორტი, რის წყალობითაც ქალაქი ზამთრის სპორტის ცენტრად იქცა. ნოვე-მნესტოში რკინიგზა 1905 წელს აშენდა.[5]

ქალაქში არსებული ყველაზე დიდი დამსაქმებელი ადგილობრივი საავადმყოფოა. არსებობს მხოლოდ მცირე და საშუალო სამრეწველო საწარმოები.[6]

მთიანი მდებარეობის მიუხედავად, ქალაქში წარმოებას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. მნიშვნელოვან დამსაქმებლებს შორისაა სათხილამურო აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანია „სპორტენი“ და სამედიცინო ინსტრუმენტების მწარმოებელი კომპანია „მედინი“. ნოვე-მნესტოში უკაბელო ვაირლეს მოდემებს აწარმოებს კომპანია „რაკომი“.[5]

ნოვე-მნესტო-ნამორავე ჩეხეთის ცნობილი ზამთრის სპორტის კურორტია. აქ მდებარე „ვისოჩინა-არენამ“ 2013 და 2024 წლების ბიატლონის მსოფლიო ჩემპიონატებს უმასპინძლა, ხოლო 2011–12 წლების სეზონიდან მოყოლებული ბიატლონის მსოფლიო თასის ღონისძიება აქ მეტ-ნაკლებად რეგულარულად იმართება. ქალაქში ასევე ჩატარდა 2007–08 და 2008–09 წლების Tour de Ski-ის ღონისძიებები. ქალაქში აგრეთვე ხშირად იმართება სამთო ველო-რბოლები.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ისტორიული ცენტრის შუაგულში მდებარეობს ვრატისლავის მოედანი, რომელსაც სახელი ვრატისლავ II პერშტეინელის პატივსაცემად დაერქვა. ქალაქის ღირსშესანიშნაობების უმეტესობაა ამ მოედნის მიდამოებშია განთავსებული. წაგრძელებული ფორმის მოედანი რენესანსის, ბაროკოს და ნეოკლასიკური სტილის სახლებით არის გარშემორტყმული.[7]

მოედნის შუაგულში მდებარეობს წმინდა კუნიგუნდას ეკლესია, ეს არის ქალაქის უძველესი ისტორიული ძეგლი. ეკლესია ისტორიულ წყაროებში პირველად 1362 წელს არის მოხსენიებული. მას მთელ ფასადზე სგრაფიტოში შესრულებული დეკორაციები აქვს, რომელიც ადგილობრივმა მხატვარმა კარელ ნემეცმა (1928–1929) შექმნა. აგრეთვე მის მიერაა შექმნილი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევანი.[7]

ნოვე-მნესტო-ნა-მორავეში მდებარე ციხე XVIII საუკუნეში ბაროკოს, ხოლო 1874 წელს ნეორენესანსის სტილში აღადგინეს. დღესდღეობით შენობაში ჰორაცკოს ეთნოგრაფიული რეგიონის გამოფენაა განთავსებული. ეს გამოფენა მინის დამზადებაზე, ლანდშაფტის მოწყობასა და XX საუკუნის ქანდაკებაზეა ორიენტირებული. ქალაქის მერიის ისტორიულ შენობაში დღეს ჰორაცკოს ეთნოგრაფიული მუზეუმია განთავსებული.[7]


ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025Praha: ČSÚ, 2025.
  3. Register of territorial identification, addresses and real estates
  4. Public Census 2021 – basic data cs. Public Database. Czech Statistical Office (2022).
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Historie města cs. Město Nové Město na Moravě. ციტირების თარიღი: 2021-11-02
  6. Registr ekonomických subjektů cs. Business Register. Czech Statistical Office. ციტირების თარიღი: 2023-03-28
  7. 7.0 7.1 7.2 Nové Město na Moravě – Urban Monument Zone. Novoměstsko. ციტირების თარიღი: 2021-11-02
  8. Nové Město podepsalo partnerství s Mižhirjí cs. Město Nové Město na Moravě (2018-06-20). ციტირების თარიღი: 2021-11-02
  9. Novoměstsko: Partnerská pomoc městu Waalre cs. Město Nové Město na Moravě (2013-01-01). ციტირების თარიღი: 2021-11-02
  10. Diskuse – poskytnutí daru partnerskému městu Ziano di Fiemme cs. Město Nové Město na Moravě (2018-11-05). ციტირების თარიღი: 2021-11-02