ნოდარ მუჯირიშვილი

From ვიკიპედია
Jump to navigation Jump to search
ნოდარ მუჯირიშვილი
ნოდარ მუჯირიშვილი.jpg
დაბ. თარიღი 19 სექტემბერი, 1935
თბილისი
გარდ. თარიღი 7 იანვარი, 2009
ეროვნება ქართველი
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
საქმიანობა ინჟინერი

ნოდარ დავითის ძე მუჯირიშვილი (19 სექტემბერი 19357 იანვარი, 2009) — ქართველი ინჟინერ-მშენებელი.

ბიოგრაფია[edit | edit source]

დაიბადა 1935წ ქ. თბილისში, საქართველო. გაიზარდა ერთ-ერთ ძველ უბანში, ვერაზე.

1955წ დაამთავრა ქ. თბილისის 49-ე საშუალო სკოლა.იმავე წელს ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1960წ სპეციალობით “ხიდები”.

სტუდენტობისას თამაშობდა “ლოკომოტივის” საფეხბურთო გუნში ნოდარ ახალკაცთან ერთად. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ გაანაწილეს რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში, სადაც მრავალი ხიდი ააგო მდინარეებზე ვიატკა (ქ. კიროვი), დნეპრი (ქ. კიევი, ქ. ორშა) და ნარვა (ესტონეთ-რუსეთის საზღვარი).

1965წ დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო მუშაობა საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტში “კავგიპროტრანსი” პროექტის უფროსი ინჟინრის თანამდეობაზე.

1968 წლიდან გადაწყვიტა პროექტირების ნაცვლად პრაქტიკული საქმიანობა დაეწყო. საქართველოში მისი პირველი აგებული ხიდია ბორჯომში მდებარე ვანტური “მტრედის ხიდი” მდ. მტკვარზე.

1973წ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს განკარგულებით შეიქმნა ხიდმშენი რაზმი #39, სადაც იგი დაინიშნა მთავარი ინჟინრის თანამდეობაზე.

ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით აშენდა 500-ზე მეტი სარკინიგზო და საავტომობილო ხიდი, ასევე მრავალი ვიადუკი და სხვა ხელოვნური ნაგებობა. იხ. მცირე ჩამონათვალი:

  • ხიდი-ესტაკადა მდ. მტკვარზე ქ. თბილისში. მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. აკავშირებს მეტეხის გვირაბიდან გამომავალ გზას ორთაჭალჰესთან გამავალ გზასთან. სიგრძე 180 მ; 1975წ.
  • ფეხმავალთა ვანტური ხიდი მდ. ვერეზე ქ. თბილისში უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან. აკავშირებს მაღლივ კორპუსს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელთან და “ბაგებთან”. სიგრძე 200მ; სავალი ნაწილის სიგანე 6მ. 1991წ.
  • წმინდა ნინოს მემორიალი ქ. თბილისის შემოსასვლელში, სიმაღლით 20მ. 1988წ.
  • წალკა–ერთლიანდაგიანი სარკინიგზო ხიდი მდ. ხრამზე, მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის 76-ე კილომეტრზე. სიგრძე 212მ. 1984წ.
  • საავტომობილო ხიდი მდ. მტკვარზე ს.გამარჯვებასთან თბილისის ასაქცევ გზაზე. სიგრძე 315მ, სავალი ნაწილის სიგანე 11,5მ. 1986წ.
  • ხიდი-ვიადუკი გაგრის შემოვლით საავტომობილო გზაზე. სიგრძე 220მ; გაბარიტი 14,5მ.
  • მინდელის სახელობის ხიდი-ესტაკადა მდ. მტკვარზე ქ. თბილისში. აკავშირებს დიდ დიღომს თემქის დასახლებასთან, მთლიანობაში გლდანი-ნაძალადევის რაიონთან. სიგრძე 580მ; 1991წ.
  • გზაგამტარი ქ. მარნეულში. აკავშირებს საავტომობილო მაგისტრალს აზერბაიჯანთან. 1979წ.
  • ესტაკადა მდ. მტკვარზე “ზაჰესთან” მდებარეობს დასავლეთის მიმართულების ავტომაგისტრალზე. გაბარიტი 11,5მ. 1984წ.

1995-98 წლებში ხელმძღვანელობდა ხიდებისა და გვირაბების მშენებლობას რუსეთის ქ. სოჭში.

2000 წლიდან მუშაობა დაიწყო სამშენებლო კომერციულ კორპორაციაში შპს “ხიდი“ მთავარი ინჟინრის თანამდეობაზე. მისი საქმიანობა მოიცავდა სხვადასხვა სახის არქიტექტურულ–სამშენებლო, სატრანპორტო და სამოქალაქო ობიექტების დაპროექტება-მშენებლობას მთელი საქართველოს მასშტაბით.

აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე უმსხვილეს მაღალბიუჯეტიან სამშენებლო პროექტებში. 2000–2003 წლებში “საქართველოს რკინიგზის” დაკვეთით მოახდინა არაერთი ობიექტის რეკონსტრუქცია და მშენებლობა.

2004 წლიდან კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განახორციელა რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის სამშენებლო პროექტი.

მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის ორი ღირსების ორდენი, მედალი მრავალწლიანი კეთილსინდისიერი საქმიანობისათვის, ასევე მინიჭებული აქვს შრომის ვეტერანის წოდება.

ნოდარ მუჯირიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ხიდების მშენებელთა ახალი თაობის აღზრდაში, მათ პროფესიონალებად ჩამოყაალიბებაში.

2009 წლის 7 იანვარს იგი ტრაგიკულად დაიღუპა დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ერთ-ერთი ხიდის მშენებლობაზე.