ნოდარ კობერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოდარ კობერიძე
დაბადების თარიღი 5 აგვისტო, 1950(1950-08-05)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 3 ნოემბერი, 2022(2022-11-03) (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
დასაფლავებულია მახათას პანთეონი
საქმიანობა მწერალი და პუბლიცისტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია, დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია, ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია და ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია

ნოდარ კობერიძე (დ. 5 აგვისტო, 1950, თბილისი — გ. 3 ნოემბერი, 2022, იქვე) — ქართველი მწერალი და პუბლიცისტი. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი (1991-2022), ნიკო ნიკოლაძის (2010), დავით აღმაშენებლის (2013), ნიკო ლორთქიფანიძისა (2013) და ილია ჭავჭავაძის (2015) სახელობის პრემიების ლაურეატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის მე-60 საშუალო სკოლა 1967 წელს 1974, წელს კი — ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისტორიის ფაკულტეტი. 1975-1977 წლებში მუშაობდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მეცნიერ-თანამშრომელად. 1978-1979 წლებში იყო მე-18 პროფტექნიკუმის მასწავლებელი. 1986 წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი „თეთრი ღიმილი“. 1988 წელს კი — „რომ გაიმარჯვო ერეტიკოსი უნდა იყო“.

ერთი წლით ადრე, 1987 წელს დაიბეჭდა პირველი მოთხრობათა კრებული „ჟოკეის ბედის ნებიერი“, რომელმაც დიდი გამოხმაურებე ჰპოვა საზოგადოებაში.

1989 წელს იგი ხდება დავით აღმაშენებლის საზოგადოების პასუხისმგებელი მდივანი. მომდევნო წელს იგი გახდა საქართველოს დამოუკიდებელი ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამავე 1990 წელს იბეჭდება მწერლის მეორე მოთხრობათა კრებული „წყალდიდობა“. აგრეთვე ამავე წელს კობერიძე თანამოაზრეებთან ერთად აფუძვნებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.

ასევე იგი ხდება გაზეთ „ქართული ფეხბურთის“ რედაქტორი. 1991 წელს — საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. ამავე წელს დაიბეჭდა მწერლის პუბლიცისტური ნაშრომი „ბედისწერა საქართველოსი“. 1992 წელს კენჭს იყრიდა საბურთალოს რაიონში, მაჟორიტარ დეპუტატად. 1993 წელს თანამოაზრეებთან ერთად აფუძვნებს „კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოებას“. იმავე წელს იგი გაზეთ „თემის“ მთავარი რედაქტორია. 1994 წელს გახდა გაზეთ „სარანგის“ მთავარი რედაქტორი. 1995 წელს კენჭს იყრიდა ვაკის რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად. ამავე წელს გამოვიდა მისი ახალი პუბლიცისტური ნაშრომი „ვინც მახვილს აიღებს“. 1998 წელს ხდება საზოგადოება „ტაო-კლარჯეთის“ დამფუძვნებელი და პირველი პრეზიდენტი. 1999 წელს კენჭს იყრიდა დეპუტატად პარტიული სიით. ერთი წლის შემდეგ მოუწია პარლამენტის წევრობის როგმა, რაზეც უარი განაცხადა. ამავე წელს იგი გახდა გაზეთ „მესამე ათასწლეულის“ მთავარი რედაქტორი და გამომცემელი.

2001 წელს კი გამოვიდა მისი შემდეგი რომანი „მეორე ფორმა“. 2007 წელს კი გამოვიდა მწერლის კიდევ ერთი ახალი ნოველათა კრებული „ორი გოლგოთა“. ამის შემდეგ კი, 2009 წლის გაზაფხულზე გამოვიდა მწერლის ახალი კრებული „ლახტის წრეში“. 2010 წელს გამოვიდა პოლიტიკური რომანი „აღდგომის ღამე ქაიროში, მამლუქთა სასაფლაოზე“.

1980-იანი წლების მიწურულს ნოდარ კობერიძის ნაწერების აქტიური თარგმნა და გავრცელება დაიწყო რუსულ, მოლდავურ, ინგლისურ და ესტონურ ენებზე.

ნოდარ კობერიძე გარდაიცვალა 2022 წლის 3 ნოემბერს, თბილისში, 77 წლის ასაკში.[1]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აღდგომის ღამე ქაიროში, მამლუქთა სასაფლაოზე : პოლიტ. რომანი. — თბილისი, „ეროვნული მწერლობის“ გამ-ბა და სტ., 2010. - 96 გვ.. — ISBN 978-9941-0-2212-8
  • ლახტის წრეში: რომანი, მოთხრობები, პუბლიცისტიკა. - თბილისი, „ეროვნული მწერლობის“ გამ-ბა და სტ., 2009. — 240 გვ.
  • ორი გოლგოთა: ნოველები — თბილისი, მესამე ათასწლეული, 2007. — 192 გვ.
  • მეორე ფორმა: რომანი. — თბილისი, 2000. — 144 გვ.
  • ვინც მახვილს აიღებს: პუბლიცისტური ნაშრომი — თბილისი, 1998. — 43 გვ.
  • ბედისწერა საქართველოსი?: წერილები, მოთხრობები, რომანი — თბილისი, გულანი, 1992. — 238გვ.
  • რომ გაიმარჯვო, ერეტიკოსი უნდა იყო: რომანები - თბილისი, მერანი, 1991. — 312გვ.
  • წყალდიდობა: მოთხრობები — თბილისი, ნაკადული, 1989. — 87გვ

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გარდაიცვალა მწერალი და პუბლიცისტი ნოდარ კობერიძე. „ალია“ (4 ნოემბერი, 2022). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 თებერვალი, 2023. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2023.