ნოდარ გოგებაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგებაშვილი.
ნოდარ გოგებაშვილი
დაბ. თარიღი 2 აგვისტო 1930(1930-08-02) (90 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ეროვნება ქართველები
სამეცნიერო სფერო იმუნოლოგია
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე და ღირსების ორდენი

ნოდარ ვლადიმერის ძე გოგებაშვილი (დ. 2 აგვისტო, 1930, თბილისი) — ქართველი იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1984), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1991), საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1994).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1954 წლს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1964–1996 წლებში მუშაობდა ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, რომელსაც ხელმძღვანელობდა წლების განმავლობაში. 1995–2005 წლებში იყო პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის კათედრის გამგე. გოგებაშვილის სამეცნიერო ნაშრომები ეძღვნება სხივური დაავადების დროს ბაქტერიოფაგიის კანონზომიერებებს, ტუბერკულოზის თანამედროვე იმუნოლოგიის მექანიზმებს, I ტიპის კოლაგენის მიმართ განვითარებული აუტოიმუნური პროცესის თავისებურებებს სხვადასხვა დაავადებების დროს. 1994 წელს ხელმძღვანელობდა ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამის შემუშავებას. გოგებაშვილი 1983 წელს აირჩიეს სსრკ სამედიცინო აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული იმუნოლოგიის სამეცნიერო საბჭოს წევრად, 1984 წელს — მის მიერვე ჩამოყალიბებულ საქართველოს იმუნოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტად. 1997–2006 წლებში იყო ალერგოლოგთა და კლინიკურ იმუნოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე; 2006 წლიდან არის ამ ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი. გოგებაშვილს მიღებული აქვს სხვადასხვა პროფესიული და სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის მედალი (1994), ღირსების ორდენი (1999).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაიონიზირებელი გამოსხივების გავლენა ორგანიზმის იმუნო-ბიოლოგიურ რეაქტიულობაზე, თბ., 1963;
  • Иммунологическая реактивность организма при туберкулёзе, Тб., 1975.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]