ნოდარ ბაკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნოდარ ბაკაშვილი (დ. 11 აგვისტო, 1954, თბილისი) — ქართველი კარდიოლოგი და რადიოლოგ-რენტგენოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1989).

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1982–88 წლებში იყო მოსკოვის ა. მიასნიკოვის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ანგიო-რენტგენოლოგიური განყოფილების უფროსი ლაბორანტი, 1988–90 წლებში ამავე განყოფილების უფროსი; 1991 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კლინიკო-ანგიოგრაფიული დახასიათება გულის იშემიური დაავადების დროს მოხუცების (60 წელს გადაცილებულ ასაკში)“. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო დისერტაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]