ნოდარ აბესაძე
იერსახე
ნოდარ აბესაძე (დ. 9 მარტი, 1924, ჭიათურა — გ. 6 აპრილი, 1995) — ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის საავიაციო ტექნიკუმი 1942 წელს. საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის (საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგ კი ტექნიკური უნივერსიტეტი) სამთო ფაკულტეტი სამთო ინჟინრის სპეციალობით 1947 წელს, იმავე წელს სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, რომელიც დაამთავრა 1950 წელს.[1] 1961-1972 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასწავლო ნაწილის უფროსი. 1973-1995 წლებში იყო სამთო ფაკულტეტის მაღაროს სტაციონალური დანადგარების, სამთო მანქანების და ტრანსპორტის კათედრის დოცენტი; პარალელურად იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სწავლული მდივანი.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, „გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული“ თბილისი, ტექნიკური უნივერსიტეტი, 2012, გვ. 22
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ნავთობისა და აირის ჭაბურღილების ბურღვა“, თბილისი: განათლება, 1993, გვ. 480
- „მაღაროს სატრანსპორტო დანადგარების თეორიის საფუძვლები და გაანგარიშება“, თბილისი:ცოდნა, 1964, გვ. 30