ნობათი (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნობათი (მრავალმნიშვნელოვანი).
ჟურნალ „ნობათის“ პიველი ნომერი (25 მარტი, 1906 წ.).

„ნობათი“ — ყოველთვიური ქართული საბავშვო ჟურნალი, გამოდიოდა 1883–1885 წლებში თბილისში. რედაქტორი-გამომცემელი — ანდრია ღულაძე. ჟურნალში იბეჭდებოდა საბავშვო ლექსები, მოთხრობები, მოგონებები, ზღაპრები, ლეგენდები, წერილები; დართული ჰქონდა გასართობები, ანდაზები, გამოცანები, რებუსები, ნახატები და სხვა. თანამშრომლობდნენ რაფიელ ერისთავი, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ეკატერინე გაბაშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, მოსე ჯანაშვილი, ალექსი მირიანაშვილი, დიმიტრი ჯანაშვილი, გიორგი წერეთელი, პარმენ თვალჭრელიძე, ალექსი ჭიჭინაძე, ანასტასია ერისთავი და სხვანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნობათი“ — „ივერიელის“ ბიბლიოთეკა.