შინაარსზე გადასვლა

ნკროფული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ნკროფული
ქვეყანა განის დროშა განა
კოორდინატები 4°57′50″ ჩ. გ. 2°19′20″ დ. გ. / 4.96389° ჩ. გ. 2.32222° დ. გ. / 4.96389; -2.32222
ცენტრის სიმაღლე 71 მეტრი
ნკროფული — განა
ნკროფული

ნკროფული — სოფელი და ელემბელეს რაიონის ცენტრი განის დასავლეთის რეგიონში. მდებარეობს ნზემა-ისტის მუნიციპალურ რაიონის ქალაქ აქსიმის მახლობლად. სოფელი განის პირველი პრეზიდენტის კვამე ნკრუმას დაბადების ადგილია.[1][2]

სოფელი ნკროფული ოდესღაც დასავლეთ ნზემას სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც 1470 წლით თარიღდება. ამჟამად იგი აღმოსავლეთ ნზემას ტრადიციული ტერიტორიის დაქვემდებარებაშია. 1911 წელს სოფლის პირველი ცნობილი ბელადი კვესი კუტუა იყო.[3][4]

2023 წლის მონაცემებით, ნკროფულის საგვარეულოს მეთაურია აბუსუაპანინლი სენზა ერზა, ხოლო ნკროფულის ბელადი — ნანა კვასი კუტუა V.[5]

ნკრუმას მავზოლეუმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად გვინეაში დაკრძალვის შემდეგ, 1972 წლის 9 ივლისს ნკრუმა გადაასვენეს და დაკრძალეს ნკროფულში, ნკრუმას თავდაპირველ მავზოლეუმსა და მონუმენტში.[6] მოგვიანებით, 1992 წელს, მისი ნეშტი საბოლოოდ აკრაში მდებარე კვამე ნკრუმას მავზოლეუმში დაასვენეს.[1][7]

  1. 1.0 1.1 Nkroful - Ghana West Coast. ghanawestcoast.com.
  2. 2010 Ellembelle District Census. Ghana Statistical Service. ციტირების თარიღი: 9 July 2024
  3. „Hunter-gatherers data sheet - Nzema People“ (PDF). University of Missouri. ციტირების თარიღი: 8 July 2024.
  4. Safegrauding Nzema History. Endangered Archives Programme. ციტირების თარიღი: 8 July 2024
  5. We need hospital, potable water, good roads - Nkroful residents cry to government en (2023-09-27). ციტირების თარიღი: 2023-09-28
  6. „Ghana Burial Set As Guinea Returns Body of Nkrumah“. The New York Times (ინგლისური). 1972-07-08. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2024-05-14.
  7. Kwame Nkrumah Resource Guide: Kwame Nkrumah Biography. The New York Public Library. ციტირების თარიღი: 9 July 2024