შინაარსზე გადასვლა

ნიჭიერი (2017 წლის ფილმი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ნიჭიერი“
ინგლ. Gifted
ჟანრი დრმა
კომედია
რეჟისორი მარკ ვები
პროდიუსერი

კარენ ლუნდერი

ენდი კოენი
როლებში
კომპოზიტორი რობ საიმონსენი
მწარმოებელი კომპანია

TSG Entertainment
FilmNation Entertainment
Grade A Entertainment

DayDay Films
დისტრიბუტორი Fox Searchlight Pictures
გამოსვლის თარიღი 7 აპრილი, 2017 (აშშ)
ხანგრძლივობა 101 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 7 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 43 მილიონი აშშ დოლარი

ნიჭიერი (ინგლ. Gifted) — 2017 წლის ამერიკული კომედიურ - დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია მარკ უები, ხოლო სცენარის ავტორი ტომ ფლინი. ფილმში მონაწილეობას იღებენ: კრის ევანზი, მაკენა გრეისი, ლინდზი დანკანი, ჯენი სლეიტი და ოქტავია სპენსერი. ფილმის სიუჟეტი ნიჭიერი შვიდი წლის ბავშვის გარშემო ვითარდება. ფილმი გამოვიდა 2017 წლის 7 აპრილს, Fox Searchlight Pictures- ის მიერ, და მთელ მსოფლიოში 43 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

  • კრის ევანზი - ფრანკ ადლერის როლში: მერის ბიძია, ეველინის ვაჟი და დაიანეს ძმა
  • მაკკენა გრეისი - მერი ადლერის როლში: ფრანკის ნიჭიერი დისშვილი, დაიანეს ქალიშვილი და ეველინის შვილიშვილი
  • ლინდზი დანკანი - ევენლინ ადლერი: მერის ბებია და ფრანკისა და დაიანეს დედა
  • ჯენი სლეიტი - ბონი სტივენსონი: მერის მასწავლებელი
  • ოქტავია სპენსერი - რობერტა ტაილორი: მერისა და ფრენკის მეზობელი
  • მაიკლ კენდალ კაპლანი - ჯასტინ გილმორი: მერის კლასელი
  • გლენ პლამერი - გრეგ კალენი, ფრანკის ადვოკატი
  • ჯონ ფინი - ობერი ჰაიზმიტი: ეველინ ადლერის ადვოკატი მერის მეურვეობის საქმეზე
  • ელიზაბეთ მარველი - გლორია დეივისი: სკოლის დირექტორი და ბონის უფორის
  • ჯონ სკლაროფი - სეიმოურ შანკლენდი: მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მათემატიკის დეპარტამენტის უფროსი

2014 წლის დეკემბერში, ტომ ფლინის სცენარი, რომელიც ამ ფილმს საფუძვლად დაედო 70 ყველაზე ცუდ სცენარს შორის შეიტანეს.[1] 2015 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ კრის ევანზი მიიღებდა მონაწილეობას ფილმში, ხოლო რეჟისორი მარკ ვები იქნებოდა.[2] 2015 წლის სექტემბერში მსახიობებს შეუერთდნენ: მაკენა გრეისი, ოქტავია სპენსერი, ლინდზი დანკანი და ჯენი სლეიტი [3][4] ხოლო 2015 წლის ნოემბერში ჯული ენ ემერი.[5]

გადაღებები 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო სავანაში, ჯორჯიაში, ასევე ტიბის კუნძულზე, ჯორჯიაში[6] და დასრულდა 2015 წლის 20 ნოემბერს. გადასაღებ ადგილებს შორის შედიოდა მეი ჰოვარდის დაწყებითი სკოლა სავანაში და ემორის უნივერსიტეტი ატლანტაში.[7]

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მოქმედებები მიმდინარეობს პეტერბურგში, ფლორიდა, სცენარისტმა ტომ ფლინმა ვერ შეძლო დაერწმუნებინა პროდიუსერები ფლორიდაში გადაღებებზე, რადგან სახელმწიფო კინომატოგრაფებს მატერიალურ დახმარებას აღარ უწევდა; მცირე გადასახადების გამო მათ ჯორჯია აირჩიეს.[8]

მათემატიკოსი ჯორდან ელენბერგი, იყო ფილმის მათემატიკის კონსულტანტი;[9] ვები დაუკავშირდა მას შემდეგ, რაც წაიკითხა სტატია[10] The Wall Street Journal– ში და სთხოვა გაეზიარებინა თავისი გამოცდილება.[11] ელენბერგმა ასევე მიიღო მონაწილეობა როგორც პროფესორმა, რომელიც ლექციებს კითხულობდა დანაყოფის ფუნქციასა და რამანუჯანის კონგრესებზე.

ფილმის გამოსვლა დაგეგმილი იყო 2017 წლის 12 აპრილს, მაგრამ გადაიდო 2017 წლის 7 აპრილამდე.[12]

ნიჭიერი-მ გამოიმუშავა 24.8 მილიონი აშშ დოლარი ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში, სხვა ტერიტორიებზე 18 245 378, რამაც საერთო ჯამში 43 046 590 შემოსავალი მოიტანა.[13]

კრიტიკოსთა გამოხმაურება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვებსაიტზე Rotten Tomatoes, ნიჭიერი–ს აქვს 73% –იანი მაჩვენებელი 173 მიმოხილვის საფუძველზე, საშუალო ნიშანით 6.4 / 10. საიტის კრიტიკულ კონსენსუსში ნათქვამია: „ნიჭიერი არ არის ისეთივე კაშკაშა, როგორც მისი პატარა პროტაგონისტი," [14] Metacritic– ზე ფილმის საშუალო შეწონილი ქულაა 60 100-დან 22 მიმოხილვის საფუძველზე.[15] CinemaScore-ზე მაყურებელმა ფილმს „A" შეფასება მისცა A +-დან F-მდე მასშტაბით.[16]

კოლინ კოვერტმა Star Tribune- ის წარმომადგენელმა ფილმს 4-დან 3 ვარსკვლავი მიანიჭა და განაცხადა: „რა თქმა უნდა, ეს არის მარტივი, პირდაპირი ფილმი, მაგრამ ზოგჯერ ზუსტად ასეთი ფილმი გჭირდება."[17] ევანზის შესრულებაზე, ოუენ გლეიბერმანმა, Variety- სგან, თქვა: „კრის ევანზი, გაბრაზებული და გაბრწყინებული, თავის გასაპარს წვერთან ერთად, ძალიან დასამახსოვრებელ და თბილ შესრულებას გვთავაზობს, რომელიც „კაპიტანი ამერიკის " ფილმებში რ გვინახავს. " [18] რიჩარდ როპერმა ფილმი 4 ვარსკვლავიდან 4-ით შეაფასა და თქვა: „ნიჭიერი ჯერჯერობით წლის საუკეთესო ან ყველაზე დახვეწილი ან ყველაზე ორიგინალური ფილმი არ არის - მაგრამ ის შეიძლება ჩემი საყვარელი იყოს".[19]

ჯილდო ცერემონიის თარიღი კატეგორია მიმღები შედეგი Ref.
ონლაინ კინოსა და ტელევიზიის ასოციაციის ჯილდოები 2017 წლის 5 თებერვალი საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი მაკკენა გრეისი ნომინირებული [20]
Teen Choice Awards 2017 წლის 13 აგვისტო არჩევანის ფილმი: დრამა ნიჭიერი ნომინირებული [21]
Teen Choice Awards 2017 წლის 13 აგვისტო არჩევანის ფილმის მამაკაცი მსახიობი: დრამა კრის ევანზი ნომინირებული [21]
დოვილის ამერიკული კინოფესტივალი 2017 წლის 1 სექტემბერი საზოგადოების არჩევანის ჯილდო ნიჭიერი მოგებული [22]
ფენიქსის კინოკრიტიკოსთა საზოგადოების ჯილდოები 2017 წლის 17 დეკემბერი საუკეთესო შესრულება მაკკენა გრეისი მოგებული [23]
ფენიქსის კინოკრიტიკოსთა საზოგადოების ჯილდოები 2017 წლის 17 დეკემბერი ახალგაზრდა მსახიობის საუკეთესო შესრულება მაკკენა გრეისი მოგებული [24]
ფენიქსის კინოკრიტიკოსთა საზოგადოების ჯილდოები 2017 წლის 17 დეკემბერი წლის შეუმჩნეველი ფილმი ნიჭიერი მოგებული [25]
ქალ კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდოები 2017 წლის 17 დეკემბერი საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი მაკკენა გრეისი ნომინირებული [26]
კრიტიკოსების არჩევანის კინოჯილდოები 2018 წლის 11 იანვარი საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი მაკკენა გრეისი ნომინირებული [27]
NAACP Image Awards 2018 წლის 15 იანვარი საუკეთესო მსახიობი ქალი მხატვრულ ფილმში ოქტავია სპენსერი მოგებული [28]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ford, Rebecca. (15 December 2014) The 2014 Black List Announced. ციტირების თარიღი: 12 October 2020
  2. Fleming, Mike Jr.. (17 August 2015) Marc Webb Sets Pic Pair: Chris Evans Set For ‘Gifted’; Jeff Bridges, Rosamund Pike & Miles Teller Circle ‘Only Living Boy’. ციტირების თარიღი: 8 October 2017
  3. Busch, Anita. (8 September 2015) Octavia Spencer & 9-Year-Old Mckenna Grace Join Marc Webb’s ‘Gifted’. ციტირების თარიღი: 8 October 2017
  4. Kroll, Justin. (15 September 2015) Jenny Slate Joins Chris Evans in Marc Webb’s ‘Gifted’ (EXCLUSIVE). ციტირების თარიღი: 8 October 2017
  5. 'Better Call Saul's' Julie Ann Emery Joins Chris Evans in Marc Webb's 'Gifted' (Exclusive) (5 November 2015). ციტირების თარიღი: 8 October 2017
  6. Chris Evans, Octavia Spencer begin filming 'Gifted' on Tybee Island. ციტირების თარიღი: 8 October 2017
  7. Locations. ციტირების თარიღი: April 8, 2019
  8. Movie "Gifted" set in St. Petersburg filmed in Georgia. Fox 13 (April 10, 2017). ციტატა: „Since Florida lawmakers put a stop to offering film incentives, productions, like "Gifted", have been forced to head north in search of a better deal.“ ციტირების თარიღი: April 8, 2019
  9. Brown, Gretchen (April 27, 2017). „UW-Madison professor part of formula for 'Gifted'. Wisconsin Public Radio. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 2, 2020. ციტირების თარიღი: September 2, 2020.
  10. Ellenberg, Jordan (May 30, 2014). „The wrong way to treat child geniuses“. The Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 24, 2016. ციტირების თარიღი: September 2, 2020.
  11. Jackson, Allyn (August 2017). „Ellenberg in movie 'Gifted' (PDF). დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  12. ‘Gifted’ Trailer: Chris Evans Raising A Child Math Genius (November 1, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 1, 2017. ციტირების თარიღი: March 31, 2017
  13. "'Fate Of The Furious' Drives Five Wide Releases Off The Road With $38.6M Second Weekend". Deadline Hollywood. April 23, 2017.
  14. Gifted (2017). ციტირების თარიღი: January 5, 2017
  15. Gifted reviews. ციტირების თარიღი: July 15, 2017
  16. 'Fate of the Furious' Set to Repeat at No. 1 as Five New Releases Hit Theaters (April 20, 2017). ციტირების თარიღი: April 21, 2017
  17. „Mini reviews: 'Gifted' oozes empathy; 'After the Storm' lacks it entirely“. Star Tribune. ციტირების თარიღი: 2017-10-20.
  18. Gleiberman, Owen. (2017-03-30) Film Review: ‘Gifted’ en. ციტირების თარიღი: 2020-05-10
  19. „Young math whiz gets a lesson in division in gripping 'Gifted'. Chicago Sun-Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-10-20.
  20. „22nd Annual Film Awards (2017) - Online Film & Television Association“.
  21. 21.0 21.1 Rebecca Rubin, JD Knapp; Rubin, Rebecca; Knapp, JD. (2017-08-14) Teen Choice Awards 2017: ‘Riverdale,’ Fifth Harmony Shut Out Competition. ციტირების თარიღი: 2018-09-06
  22. SIMONNE, Mika. HISTOIRE fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-06. ციტირების თარიღი: 2020-12-24.
  23. „PFCS Awards – 2017“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-21. ციტირების თარიღი: 2020-12-24.
  24. „PFCS Awards – 2017“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-21. ციტირების თარიღი: 2020-12-24.
  25. „PFCS Awards – 2017“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-21. ციტირების თარიღი: 2020-12-24.
  26. „Women Film Critics Circle Awards(2017)“.
  27. Hammond, Pete. (December 6, 2017) Critics’ Choice Awards Nominations: ‘The Shape Of Water’ Leads With 14; Netflix Tops TV Contenders. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: December 6, 2017
  28. NAACP Image Awards:The Complete Winners List. Variety.com (January 15, 2018). ციტირების თარიღი: January 15, 2018