ვარხვისნაირნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნიჩაბფეხიანები (ფრინველი))
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიჩაბფეხიანები (მრავალმნიშვნელოვანი).
ვარხვისნაირნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ვარხვისნაირნი
ლათინური სახელი
Pelecaniformes (Sharpe, 1891)

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 174670
NCBI 9205
EOL 2918020
FW 36634

ვარხვისნაირნი, ნიჩაბფეხიანები (ლათ. Pelecaniformes) — ფრინველების რიგი. აერთიანებს წყალმცურავ ფრინველებს. მათი მოკლე ფეხების თითები საცურავი აპკითაა შეერთებული. ზოგს გრძელიდა მახვილი ფრთები აქვს, მათ ლივლივით ფრენაც შეუძლიათ. მოკლე და ბლაგვფრთებიანი სახეობები ფრთების მხოლოდ აქტიური ქნევით ფრინავენ. კარგად აქვთ განვითარებული კუდუსუნის ჯირკვალი, შესანიშნავად ცურავენ. უმრავლესობა კარგად ყვინთავს, ხმელეთზე კი ცუდად დადიან. ნიჩაბფეხიანები ფართოდაა გავრცელებული მთელ დედამიწაზე, გარდა პოლარული რაიონისა. მონოგამური ფრინველებია. ბუდობენ დიდ კოლონიებად წყლის სანაპირო ხეებზე, კლდეებზე ან მიწაზე. იკვებებიან უპირატესად თევზით. ტრადიციულად რიგში 5 ოჯახია: ჩვამასებრნი, ვარხვისებრნი, რეგვენასებრნი, ფრეგატისებრნი და ფაეტონისებრნი, ხოლო თანამედროვე კლასიფიკაციით (2015) — ყანჩისებრნი, ვეშაპთავა ყანჩისებრნი, ვარხვისებრნი, თავჩაქუჩა ყანჩისებრნი და ივეოსისებრნი.[1][2]

საქართველოში გვხვდება ჩვამასებრთა ოჯახის 2 სახეობა: დიდი და მცირე ჩვამა, მიმოფრენის დროს კი — ვარხვისებრთა ოჯახის 2 სახეობა: ხუჭუჭა და ვარდისფერი ვარხვი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]