ნიღაბი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიღაბი (რიტუალი).
ნიღაბი
რეჟისორი ჩაკ რასელი
პროდიუსერი ბობ ენგელმანი
სცენარის ავტორი მაიკ უერბი
ეფუძნება „ნიღაბი“ - ჯონ არკუდი
დაგ მანკე
ისტორია მაიკლ ფელონი
მარკ ვერჰაიდენი
როლებში ჯიმ კერი
პიტერ რიგერტი
პიტერ გრინი
ემი იასბეკი
რიჩარდ ჯენი
კამერონ დიასი
მუსიკა რენდი ელფმანი
ოპერატორი ჯონ რ. ლეონეტი
მონტაჟი ართურ კობერნი
სტუდია Dark Horse Entertainment
დისტრიბუტორი New Line Cinema
გამოსვლის თარიღი
  • ივლისი 29, 1994 (1994-07-29)
ხანგრძლივობა 101 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 23 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 351 583 407 აშშ დოლარი[1]

ნიღაბი (ინგლ. The Mask) — 1994 წლის ამერიკული სუპერგმირული ფანტასტიკური კომედიური ფილმი, რომელიც ეფუძნება Dark Horse Comics-ის მიერ გამოშვებული კომიქსების სერიას „ნიღაბი“. ფილმის რეჟისორია ჯეკ რასელი. იგი გადაღებული იქნა Dark Horse Entertainment-ის მიერ, New Line Cinema-ის დისტრიბუციით. ფილმის პრემიერა გაიმართა 1994 წლის 29 ივლისს.

ფილმში მთავარ, სტენლი იპკისის როლს ასრულებს ჯიმ კერი. იგი განასაიხერებს მამაკაცს, რომელიც პოულობს ლოკის ნიღაბს, რომელიც მას ნიღბად, მხიარულ და მაგიური თვისებებით აღჭურვილ არსებად აქცევს. ფილმში დამატებით როლებს ასრულებენ პიტერ გრინი (მაფიის ლიდერი დორიან ტაირელი), ემი იასბეკი (პრესის რეპორტიორი), პიტერ რიგერტი და ჯიმ დუგანი (დეტექტივები), რიჩარდ ჯენი (სტენლის მეგობარი), ორესტეს მატაკენა (ღამის კლუბის მფლობელი), ბენ სტაინი (ფსიქოლოგი) და კამერონ დიასი (ტინა კარლაილი).

ფილმი წლის ერთ-ერთ შემოსავლიან სურათად იქცა, გაამყარა კერის ამ პერიოდის ერთ-ერთი დომინანტი კომიკოსი მსახიობის როლი და დიასი, რომლისთვისაც ეს იყო დებიუტი სრულმეტრაჟიან კინოში, აქცია ვარსკვლავად. ამ როლისთვის კერი ნომინირებული იქნა ოქროს გლობუსზე, ხოლო ფილმი - ოსკარზე საუკეთესო ვიზუალური ეფექტების კატეგორიაში, თუმცა მას „ფორესტ გამპმა“ მოუგო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 The Mask (1994). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: March 27, 2013.