ნიფარეთის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიფარეთის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიფარეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლიდან სამხრეთით 1 კმ-ზე შემორჩენილია ნაეკლესიარი ქვის გროვის სახით. აქა-იქ მიმობნეულია ნათალი და შირიმის ქვა. ქვებისაგან მოუწყვიათ სალოცავი, რომელიც გადახურულია ოთხ ხის სვეტზე დაყრდნობილი შიფერით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 150