ნიუფაუნდლენდი (ძაღლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიუფაუნდლენდი
წარმოშობის ქვეყანა კანადა
თვისებები
წონა 50-68 კგ.
სიმაღლე 66-71 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
9-11 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ნიუფაუნდლენდი (ინგლ. Newfoundland) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია კანადაში XVII საუკუნეში.

ამ ძლიერი, წყლის მოყვარული ძაღლის წინაპრები დღეს უკვე გადაშენებული სენტ-ჯონის ძაღლებია. მან თანამედროვე სახე 100 წლის წინ მიიღო. შესაძლოა მის წინაპრებს შორის არის ჩრდილოეთ ამერიკის, ვიკინგების და პირენეული ჯიშების წარმომადგენლები. მეგობრული და დამთმობი ნიუფაუნდლენდი ოდესღაც ვირთევზაზე ნადირობისას გამოიყენებოდა - მას ნაპირზე გამოჰქონდა თევზით სავსე ბადეები და გადაჰქონდა ნავები. დღესდღეობით საფრანგეთში ნიუფაუნდლენდი ზღვაზე სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს. ერთადერთი ნაკლი, რომელიც ამ კეთილ, მხიარულ ცხოველს ახასიათებს, არის წყალში მყოფი ყველა ადამიანის გადარჩენის დამოუკიდებელი სურვილი იმის მიუხედავად, ადამიანს უნდა თუ არა გადარჩენა.

ნიუფაუნდლენდის ბალანი ყავისფერი, ან შავია, მაგრამ ზოგჯერ ნაცრისფერიც გვხვდება. ნიუფაუნდლენდის ბალანი ხშირია და მოუხეშავი, სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. ძალიან სქელი კუდი ხშირი ბალნითაა დაფარული. თვალები მუქია, მცირე ზომის. აქვს განიერი მასიური თავი კვადრატული დრუნჩით. ნიუფაუნდლენდი ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. კეთილგანწყობილია ბავშვების მიმართ, ადვილად იწვრთნება, კარგად ეგუება ცივ კლიმატს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: