ნიურნბერგის ქრონიკა
| „ნიურნბერგის ქრონიკა“ | |
|---|---|
| Liber Chronicarum | |
|
| |
| ავტორი | ჰარტმან შედელი |
| ილუსტრატორი | ვილჰელმ პლეიდენვურფი და მიხაელ ვოლგემუტი |
| ენა | ლათინური, გერმანული |
| ჟანრი | უნივერსალური ისტორია[1] |
| გამომცემელი | ანტონ კობერგერი |
| გამოცემის თარიღი | 1493 |
| გვერდი | 336 |
ნიურნბერგის ქრონიკა (ლათ. Liber Chronicarum) — ილუსტრირებული ენციკლოპედია, რომელიც ასახავს ბიბლიური პასაჟებიდან დაწყებული, ისტორიული მოვლენებით დამთავრებული, არაერთ მოვლენას და მათ ვიზუალურ ინტერპრეტაციას იძლევა. წიგნში არსებულ აღწერილობათა აბსოლუტური უმრავლესობა შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ადამიანის უშუალო ურთიერთობა ბიბლიასთან, სხვადასხვა მითოლოგიური არსების აღწერა და ყოფა-ცხოვრება იმ უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ქალაქებისა, რომლებმაც აღნიშნული სტატუსი უძველესი დროიდანვე შეინარჩუნეს. მისი შედგენა გერმანელ ისტორიკოსსა და ჰუმანისტს, ჰარტმან შედელს მიეწერება და ნაწარმოების ორიგინალი ლათინურ ენაზეა შესრულებული. აღნიშნული ენციკლოპედია ე.წ. ინკუნაბულას (ლათ. Incunabula) პერიოდის გამორჩეულ ისტორიულ დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც, აგრეთვე, ერთ-ერთი პირველია საკუთარი მრავალფეროვანი ილუსტრაციებით.
ლათინური ენის მკვლევრები ზემოხსენებულ წიგნს მოიხსენიებენ "Liber Chronicarum"-ის სახელით, რაც ლათინურიდან პირდაპირ ითაარგმნება, როგორც "ქრონიკების წიგნი". თუმცა, ინგლისურენოვან და დანარჩენ სამყაროში აღნიშნული ნაწარმის სახელწოდება მისი გამოშვების ადგილთან, ქალაქ ნიურნბერგთანაა დაკავშირებული, ხოლო თავად გერმანულენოვან სამყაროში მას მოიხსენიებენ, როგორც "Schedelsche Weltchronik", ანუ "შედელის მსოფლიო ისტორია".
სარჩევი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენციკლოპედია სულ შვიდ განყოფილებას მოიცავს, ესენია:
- პირველი ნაწილი:დაბადებიდან წარღვნამდე
- მეორე ნაწილი: აბრაამის დაბადებამდე
- მესამე ნაწილი: დავითის დაბადებამდე
- მეოთხე ნაწილი: ბაბილონის ტყვეობამდე
- მეხუთე ნაწილი: იესო ქრისტეს დაბადებამდე
- მეექვსე ნაწილი: თანამედროვეობამდე
- მეშვიდე ნაწილი: ცალკე ნაწილი სამყაროს აღსასრულისა და აპოკალიფსის შესახებ
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიმონ ტრენტელის წამება
- სენეკას სიკვდილი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Biddick 2013, pp. 45–46.