ნიურნბერგის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიურნბერგის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: გერმანია გერმანია
ქალაქი ნიურნბერგი
გახსნის თარიღი 1 მარტი, 1972
ხაზის სიგრძე 38, კმ[1]
სადგურთა რაოდენობა 49[1]
ხაზთა რაოდენობა 3
მგზავრები დღეში 316 000
მგზავრები წელიწადში
ხაზების სქემა
U2 ხაზის მატარებელი სადგურ Ziegelstein-ზე
U3 ხაზის DT3-მატარებელი სადგურ Gustav-Adolf-Straße-ზე

ნიურნბერგის მეტროპოლიტენი (გერმ. U-Bahn Nürnberg) — მეტროპოლიტენის სისტემა გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში. პირველი ხაზი გაიხსნა 1972 წლის 1 მარტს. 2007 წლის მონაცემებით ნიურნბერგის მეტროპოლიტენი შედგება 2 მოქმედი და ერთი აშენებული, მაგარამ არაექსპლუატირებული ხაზისგან. ხაზი U1 ნიურნბერგს აკავშირებს მეზობელ ქალაქ ფიურტთან. მოქმედ ხაზთა სიგრძე შეადგენს 38 კმ-ს და შედგება 49 სადგურისაგან.[1] საშუალოდ დღიური მგზავრთა ნაკადი 316 000 ადამიანია. U3 ხაზი გაიხსნა 2008 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

II მსოფლიო ომამდე

მეტროს პირველი გეგმა ნიურნბერგში ჯერ კიდევ 1925 წელს გაჩნდა, როდესაც ნიურნბეგელმა ინჟინერმა, ოსკარ ფრეიტაგმა, წამოაყენა წინადადება ნიურნბეგიდან ფიურტამდე (Ludwigsbahn) მიმავალი სარკინიგზო გზა გადაეტანათ მიწისქვეშ. პარალელურად არსებული ტრამვაის გზები კონკურენტად არ იყო მიჩნეული, რადგან მიწიშქვეშ გამავალი გზა უფრო სწრაფი გადაადგილების საშუალებას იძლეოდა. ამასთან იგეგმებოდა სარკინიგზო გზების გაგრძელება პლერერადან (გერ. Plärrer) ნიურნბერგის მთავარ სადგურამდე. ეს პროექტი ვერ განხორციელდა, ტექნიკური სირთულეებისა და ფინანსების უკმარისობის გამო. ნიურნბერგის მეტროს წინამორბედად იქცა ტრამვაის გზები, რომელიც მიწისქვეშ იქნა გადატანილი ნაციონალ-სოციალიზმის დროს (1938 წ.). ალერსბერგშტრასისა და ბეიერნშტრასის რეგიონებში გზები მიწისქვეშ გადაიტანეს, რათა ხელი არ შეეშალათ აღლუმებისა და მნახველებისათვის „ნსდაპ“-ის (გერმ. NSDAP) სხდომებისას.

მიწისქვეშა ტრამვაიდან სრულყოფილ მეტრომდე

1956 წელს პროფესორმა მაქს ფეიხტინგერმა ულმიდან წამოაყენა წინადადება ტრამვაის გზები, პლერიდან მთავარ სადგურამდე, გადაეტანათ მიწისქვეშ, მაგრამ ქალაქის საბჭოსგან უარი მიიღო. 1962 წელს პროფესორ ვოლტერ ლამბერტს დაავალეს ნიურნბერგის სატრანსპორტო სისტემის კონცეფცის შემუშავება. მიწისქვეშა ტრამვაის აშენებაზე 1963 წელს შეთანხმდნენ, რის შემდეგაც 1963 წლის 24 აპრილს ქალაქის საბჭომ გასცა განკარგულება, შეექმნათ ისეთი სისტემა, რომლის სრულყოფილ მეტროპოლიტენად გარდაქმნაც შესაძლებელი იქნებოდა.

თუმცაღა 1965 წლის ნოემბერს გადახედეს ამ გადაწყვეტილებას და შეცვალეს. სრულყოფილი მეტროპოლიტენის აშენება ამჯობინეს. მეტწილად ეს გადაწყვეტილება ქალაქდაგეგმარების სამმართველოს უფროსის ჰანს ფონ განფსტენგელის დამსახურებაა. მან გააკრიტიკა ლამბერტის კონცეფცია და უმჯობესად მიიჩნია კლასიკური მეტროს მშენებლობა. ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა, ფინანსური მხრდაჭერა ფედერალური სამმართველოს (მშენებლობის ღირებულების 50 %) და ბავარიის ხელისუფლების (ნიურნბერგის მეტროპოლიტენის დაფინანსება მიუნხენის მსგავსად) მხრიდან.

ხაზთა თავდაპირველი კონცეფცია

1971 წელს ქალაქის საბჭომ შეიმუშავა ხაზთა შემდეგი კონცეფცია:

  • ხაზი U1 - უნდა შეეცვალა ტრამვაის I ხაზი და დაეკავშირებინა ახალი საძინებელი რაიონი Langwasser ქალაქ ფიურტთან, ძველი ქალაქი კი — Plärrer-თან.
  • ხაზი U2 - უნდა დაეკავშირებინა ქალაქ-თანამგზავრი შტაინი აეროდრომთან, Plärrer-ის და მთავარი სადგურის გავლით.
  • ხაზი U3 - უნდა დაეკავშირებინა Wetzendorf ზოოპარკთან, Friedrich-Ebert-Platz-ის და Plärrer-ის გავლით (სამხრ. ქალაქი).

მეტროს მონაკვეთების მშენებლობის ქრონიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი ხაზი მონაკვეთი სიგრძე
1 მარტი, 1972 U1 Langwasser Süd — Bauernfeindstraße 3,7 კმ
18 ივნისი, 1974 U1 Bauernfeindstraße — Frankenstraße 2,4 კმ
23 სექტემბერი, 1975 U1 Frankenstraße — Aufseßplatz 1,1 კმ
28 იანვარი, 1978 U1 Aufseßplatz — Weißer Turm 2,1 კმ
20 სექტემბერი, 1980 U1 Weißer Turm — Bärenschanze 2,0 კმ
20 ივნისი, 1981 U1 Bärenschanze — Eberhardshof 1,5 კმ
20 მარტი, 1982 U1 Eberhardshof — Jakobinenstraße 2,4 კმ
28 იანვარი, 1984 U2 (U3) Plärrer — Schweinau 2,4 კმ
7 დეკემბერი, 1985 U1 Jakobinenstraße — Fürth Hauptbahnhof 0,4 კმ
27 სექტემბერი, 1986 U2 Schweinau — Röthenbach 1,8 კმ
24 სექტემბერი, 1988 U2 (U3) Plärrer — Hauptbahnhof 1,3 კმ
29 სექტემბერი, 1990 U2 (U3) Hauptbahnhof — Rathenauplatz 1,3 კმ
22 მაისი, 1993 U2 Rathenauplatz — Schoppershof 1,3 კმ
27 იანვარი, 1996 U2 Schoppershof — Herrnhütte 1,7 კმ
5 დეკემბერი, 1998 U1 Fürth Hauptbahnhof — Fürth Stadthalle 1,7 კმ
27 ნოემბერი, 1999 U2 Herrnhütte — Flughafen 3,3 კმ
4 დეკემბერი, 2004 U1 Fürth Stadthalle — Fürth Klinikum 1,3 კმ
8 დეკემბერი, 2007 U1 Fürth Klinikum — Fürth Hardhöhe 0,4 კმ
14 ივნისი, 2008 U3 Rothenburger Straße – Gustav-Adolf-Straße 1,5 კმ
14 ივნისი, 2008 U3 Rathenauplatz – Maxfeld 1,0 კმ
10 დეკემბერი, 2011 U3 Maxfeld – Friedrich-Ebert-Platz 1,1 კმ
22 მაისი, 2017 U3 Friedrich-Ebert-Platz – Nordwestring 1,1 კმ
15 ოქტომბერი, 2020 U3 Gustav-Adolf-Straße – Großreuth bei Schweinau 1,1 კმ

ხაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიურნბერგის მეტროპოლიტენის სისტემა შედგება 2 მოქმედი და 1 აშენებული, მაგრამ არაექსპლუატირებული ხაზისგან. მოქმედია ხაზებია U1 და U2, რომელთა საერთო სიგრძე 31 კმ.-ია. აქედან 25,6 კმ. გადის მიწისქვეშ, 4,4 კმ. კი - ესტაკადებზე.

ხაზი U1 და U11

ხაზი U1 (Fürth Klinikum — Langwasser Süd) — ნიურნბერგის მეტროპოლიტენის ყველაზე გრძელი და პოპულარული ხაზია. იგი აკავშირებს ნიურნბერგის რეგიონ Langwasser-ს ქალაქ ფიურტის კლინიკასთან. ხაზზე განლაგებულია 26 სადგური. საერთო სიგრძე 17 კმ-ია. მგზავრობის დრო — 34 წთ.

ხაზი U11 (Messe — Eberhardshof) — დამატებითი ხაზი, რომელიც პიკის საათებში მიმართულია ყველაზე დატვირთულ რეგიონზე U1. ორშაბაითდან პარასკევამდე პიკის საათებში U11-ის მატარებლები დადიან Langwasser Süd-დან Eberhardshof-მდე, საიდანაც ბრუნდებიან Langwasser Süd-მდე, როგორც U1. დანარჩენ დროს U11-ის მატარებლები დადიან Gostenhof-დან Hasenbuck-მდე და უკან. U1 დატვირთულობის მიხედვით იცვლება U11-ის მარშრუტი.

ხაზი U2 და U21

ხაზი U2 (Röthenbach — Flughafen) — საერთო სიგრძე 13 კმ. ხაზზე განლაგებულია 16 სადგური. მგზავრობის დრო — 22 წთ. პიკის საათებში, განსაკუთრებით მთავარი სადგურიდან Rathenauplatz-მდე, მატარებლები ხშირად გადავსებულია. ხაზი აკავშირებს ქალაქის სამხრ.-დას. ნაწილს აერომთან, მთავარი სადგურის გავლით. ხაზი განსაკუთრებულია იმით, რომ აკავშირებს მთავარ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სადგურებს, რომელთა შორისაც არ არსებობს სარკინიგზო გზა და ერთი სადგურიდან მეორემდე მოხვედრა მხოლოდ მეტროთია შესაძლებელი. ხაზის გასწვრივ განლაგებულია მრავალი ნიუნბერგული მუზეუმი, სადემონსტრაციო და დასასვენებელი ადგილები.

ხაზი U21 (Röthenbach — Ziegelstein) — საერთო სიგრძე 11 კმ. ხაზზე განლაგებულია 15 სადგური. მგზავრობის დრო 20 წთ. ასეთი მატარებლები პიკის საათებში დადიან სადგურ Ziegelstein-მდე, Ziegelstein-დან Röthenbach-მდე კი განაგრძობს U2, რათა 2 ხაზის ერთი და იმავე მარშრუტით არ დააბნიონ მგზავრები.

სადგურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის 27 მარტის მონაცემებით ნიურნბერგის მეტროპოლიტენში 40 მოქმედი სადგურია. მათგან 26 ეკუთვნის U1-ს და 16 U2-ს, 2 სადგური (მთავარი სადგური და პლერრერი) მიეკუთვნება ორივე ხაზს და იძლევა გადაჯდომის საშუალებას.

აღჭურვილობა

პლატფორმების სიგრძე, ყველა სადგურზე, 90 მ-ს შეადგენს და მდებარეობს შუა ნაწილში. გამოანკლისს წარმოადგენს სადგური მუგგენჰოფი და შტადტგრენცი, რომლებიც ესტაკადურია. აქ პლატფორმები, ერთმანეთისგან დაშორებით, კიდეებზეა განლაგებული. ყველა სადგურზეა ლიფტი ინვალიდებისა და ბავშვიანი მგზავრებისთვის. მთავარ სადგურზე, აეროდრომის, ფიურტ რამჰაუსის, აგრეთვე მუგგენჰოფისა და შტადტგრენცის სადგურებზე 2 ლიფტია. სადგურებზე, ასევე, არის ექსკავატორები და ჩვეულებრივი კიბეები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Geschäftsbericht 2012 Ziele erreichen – auf ganzer Strecke de. VAG (June 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-05. ციტირების თარიღი: 2013-10-03