ნიუაფოოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიუაფოოუ
მშობ. სახელი: ინგლ. Niuafo'ou
Tonga.jpg
გეოგრაფია
15°36′S 175°38′W / 15.60° ს. გ. 175.63° დ. გ. / -15.60; -175.63
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 50,27 კმ²
უმაღლესი წერტილი 250 მ
ქვეყანა
ოლქი ნიუასის ოლქი
დემოგრაფია
მოსახლეობა 523 (2011)
სიმჭიდროვე 10,404 ად. /კმ²

ნიუაფოოუ (ინგლ. Niuafo'ou) — კუნძული ტონგის სამეფოს ნიუასის კუნძულების ჯგუფში, წყნარ ოკეანეში. კუნძულის ისტორიული დასახელებაა — კეთილი იმედების კუნძული და ტინ-კენი (ინგლ. Tin Can island). ტონგის სამეფოს ყველაზე ჩრდილოეთი კუნძული. მდებარეობს 337 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით ვავაუს კუნძულებიდან და 640 კმ-ში ჩრდილოეთით ტონგატაპუს კუნძულიდან. ადმინისტრაციულად კუნძული შედის ნიუასის ოლქში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხედი კოსმოსიდან.
ნიუაფოოუს რუკა

ნიუაფოოუ — ვულკანური კუნძულია, ფართობით 50,27 კმ². კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს 250 მეტრ სიმაღლეს (იმ ადგილიდან შორიახლოს, რომელსაც ჰქვია მოკოტუ). ნიუაფოოუზე არსებობს ორი მტკნარი წყლის ტბა. ყველაზე დიდია — ვაი-ლაჰი (მდებარეობს ვულკანის კრატერში). მასში არსებობს სამი მომცრო კუნძული. მეორე ტბა — ვაი-სიი (ან ვაი-მატააჰო). ნიუაფოოუ დაფარულია ხშირი ტყეებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული 1616 წელს აღმოაჩინეს ნიდერლანდელმა მოგზაურებმა იაკობ ლემერმა და ვილემ სხაუტენმა, რომლებმაც მას დაარქვეს კეთილი იმედების კუნძული.

კუნძულზე დაფიქსირებულია ვულკანის რამდენიმე ამოფრქვევა. XIX საუკუნეში ამოფრქვევები მოხდა 1814, 1853, 1867, 1886 და 1887 წლებში. 1853 წლის ამოფრქვევამ მთლიანად გაანადგურა აჰაუს დასახლება (დაიღუპა 25 ადამიანი). 1912 და 1929 წლების ამოფრქვევებმა გაანადგურა ფუტუს დასახლება. 1946 წლის დეკემბერში ნიუაფოოუდან კუნძულ ეუაზე გადაასახლეს 1300 მაცხოვრებელი და 1958 წლამდე ნიუაფოოუს კუნძული დაუსახლებელი იყო. უკანასკნელი ამოფრქვევა დარეგისტრირდა 1985 წელს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს ნიუაფოოუს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 523 ადამიანი[1]. ყველა სოფელი მდებარეობს კუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში. ნიუაფოოუზე მოქმედებს აეროდრომი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]