ნიუატოპუტაპუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიუატოპუტაპუ
მშობ. სახელი: ინგლ. Niuatoputapu
გეოგრაფია
15°57′ ს. გ. 173°45′ დ. გ. / 15.950° ს. გ. 173.750° დ. გ. / -15.950; -173.750
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 18,00 კმ²
უმაღლესი წერტილი 157 მ
ოლქი ნიუასის ოლქი
დემოგრაფია
მოსახლეობა 716 (2011)
სიმჭიდროვე 39,778 ად. /კმ²

ნიუატოპუტაპუ (ინგლ. Niuatoputapu) — კუნძული ტონგის სამეფოს ნიუასის კუნძულების ჯგუფში, წყნარ ოკეანეში. მდებარეობს 167 კმ-ში ჩრდილოეთით კუნძულ ვავაუდან და 516 კმ-ში ჩრდილოეთით კუნძულ ტონგატაპუდან. ადმინისტრაციულად კუნძული შედის ნიუასის ოლქში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიუატოპუტაპუს (სამხრეთით) და ტაფაჰის (ჩრდილოეთით) კუნძულების კოსმოსური ხედი.
ნიუატოპუტაპუს რუკა

ნიუატოპუტაპუს კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს 157 მეტრს და წარმოადგენს ძველი ვულკანის კრატერს, რომელმაც განიცადა ძლიერი ეროზია. ნიუატოპუტაპუს სანაპირო ვაკიანია და გარშემორტყმულია მარჯნის რიფით, რომელიც უძველეს დროში გარს ერტყა ვულკანს. კუნძულის ხმელეთის ფართობი შეადგენს დაახლოებით 18 კმ²-ს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიუატოპუტაპუს კუნძული 1616 წელს აღმოაჩინეს ნიდერლანდელმა მოგზაურებმა იაკობ ლემერმა და ვილემ სხაუტენმა. მათ კუნძულს სახელად დაარქვეს Verraders Eylandt (ნიდერლანდური ენიდან თარგმანში — «მოღალატეთა კუნძული»). 1767 წელს კუნძულზე იმყოფებოდა ინგლისელი მოგზაური სამუელ უოლისი, რომელმაც მას სახელად დაარქვა კეპელის კუნძული (ინგლ. Keppel Island), ბრიტანეთის საადმირალოს პირველი ლორდის — ოგასტეს კეპელის პატივსაცემად.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს კუნძულ ნიუატოპუტაპუს მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 716 ადამიანი[1]. მთავარი დასახლება — სოფელი ჰიჰიფო, რომელიც მდებარეობს კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ნიუატოპუტაპუს კუნძულზე მოქმედებს აეროპორტი.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზოგიერთი მონაცემებით, ნიუატოპუტაპუს კუნძული მოძრაობს 25,4 სმ წელიწადში სიჩქარით, რაც ყველაზე სწრაფი სიჩქარეა გეოლოგიური სტრუქტურებისათვის.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]