ნიტროზილის ქლორიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიტროზილის ქლორიდი
ნიტროზილის ქლორიდი: ქიმიური ფორმულა
ნიტროზილის ქლორიდი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
ქიმიური ფორმულაNOCl
ფიზიკური თვისებები
მდგომარეობა (სტ. პირ.)აირი
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა-5.55 °C
კრიტიკული წერტილი167

ნიტროზილის ქლორიდი — ყვითელი აირი. ის სამეფო წყლის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. გამოიყენება როგორც ძლიერი დამჟანგავი და კატალიზატორი. წყალთან შედის რეაქციაში. იხსნება მბოლავ გოგირდმჟავაში.

მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიიღება აზოტის დიოქსიდის რეაქციით ქლორთან.

NO2 + Cl2 → 2NOCl

ნიტროზილის ქლორიდი ასევე წარმოიქმნება ქლორის ზემოქმედებისას ნატრიუმის ნიტრატზე; ან ნიტროგოგირდმჟავისა და მარილმჟავის ურთიერთქმედებით:

NaNO3 + Cl2 → NOCl + NaClO2
ONHSO4 + HCl → NOCl + H2SO4


ნიტროზილის პროდუქტი ასევე წარმოადგენს ნარჩენ პროდუქტს კალიუმის ნიტრატის წარმოებისას კალიუმის ქლორიდისა და აზოტმჟავის ურთიერთქმედებით: ზემოხსენებული რეაქციის მიმდინარეობისას ნიტროზილის ქლორიდი უნდა გამოიყოს აზოტმჟავიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში წმინდა ზედმეტობით არსებული აზოტმჟავის გარემოში ის იშლება აზოტის დიოქსიდად და ქლორად:

3KCl + 4HNO3 → 3KNO3 + Cl2 + NOCl + 2H2O (ტემპერატურა იზრდება)
2NOCl + HNO3 → 6NO2 + Cl2 + 2H2O

ამასთან ერთად, ნიტროზილის ქლორიდის სინთეზი შესაძლებელია მისი შემადგენელი ელემენტების, აზოტის, ჟანგბადის და ქლორის გაცხელებით 400°Cმდე

N2 + O2 + Cl2 → 2NOCl

მაიკლ ფარადეიმ მიიღო ნიტროზილის ქლორიდი პალადიუმის მარილმჟავისა და აზოტმჟავის ხსნარში გახსნით [1]:

Pd + HNO3 + 3HCl → PdCl2 + NOCl + 2H2O

რეაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიტროზილის ქლორიდი უერთდება ბევრ გაუჯერებელ ორგანულ ნაერთს და მათში ოლეფენის ორმაგ ბმას ამატებს:

HC=CH— + Cl—N=O → -ClCH-CHNO

ნახშირბადის ტეტრაქლორიდში გახსნილი ნიტროზილის ქლორიდი უერთდება ვერცხლის თიოციანატს და წარმოქმნის ვერცხლის ქლორიდს და ნიტროზილის თიოციანატს:

NOCl + AgSCN → AgCl + ONSCN

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Faraday, M. Trans. Roy. Soc. (London), Vol. 136, pp. 48, 1846.