ნიტროგლიცერინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტრუქტურა

ნიტროგლიცერინი, გლიცერინისა და აზოტმჟავას სრული ეთერი; ფეთქებადი ნივთიერება, ზეთისებრი უფერული სითხე; კრისტალდება ლაბილური (tდნ 2,8°C) და სტაბილური (tდნ 13,5°C) მოდიფიკაციის სახით, სიმკვრივე 1591 კგ/მ³ (25°C), წყალში პრაქტიკულად უხსნარია, კარგად იხსნება ბენზოლში, აცეტონში, ეთერში. ფეთქდება ოდნავი დარტყმითაც; აფეთქების სითბოა 1500 კკალ/კგ; ნიტროგლიცერინს ღებულობენ გლიცერინის ნიტვრისას მანიტვრელი ნარევით. იყენებენ დინამიტებისა და სხვადასხვა დენთის წარმოებაში.

ნიტროგლიცერინი იწვევს სისხლძარღვთა გაფართოებას. მედიცინაში ნიტროგლიცერინს იყენებენ სტენოკარდიული შეტევების მოსახსნელად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]