ნიტრიფიკაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნიტრიფიკაცია (ნიტრ... და ლათ. facioვაკეთებ) — ამონიუმის მარილების ნიტრატებად გარდაქმნის პროცესი — მცენარის აზოტოვანი კვების ძირითადი ფორმა. ნიტრიფიკაციას აწარმოებენ ნიტრიფიკაციის ბაქტერიები. ნიტრიფიკაცია ორ სტადიად მიმდინარეობს: ამონიუმის გარდაქმნა ნიტრიტად და ნიტრიტის შემდგომი დაჟანგვა ნიტრატად. ნიტრიფიკაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს აზოტის წრებრუნვაში, ვინაიდან უმაღლესი მცენარეები ნიტრატების სახით ითვისებენ აზოტს და ჩართავენ მას ორგანულ ნივთიერებებში. ცოცხალ ორგანიზმთა ნარჩენების სახით ნიადაგში მოხვედრილი ორგანული ნევთიერებების მინერალიზაციის საბოლოო ეტაპს კვლავ ნიტრიფიკაცია წარმოადგენს. ვინადან ნიტრიფიკაციის ბაქტერიები აერობული ორგანიზმებია, ჟანგბადის გარეშე ნიტრიფიკაცია არ მიმდინარეობს. ნიტრიფიკაცია ასუფთავებს გარემოს გამოყოფილი აზოტის ოქსიდებისაგან, რომელიც წვიმის მეშვეობით დიდი რაოდენობით ხვდება ნიადაგსა და წყალსატევებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]