ნისკარტსადგისა
იერსახე
| ნისკარტსადგისა | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Becurvirostra avosetta | |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 22693712 | |||||||||||||||
| გავრცელება | |||||||||||||||
|
| |||||||||||||||
| |||||||||||||||
ნისკარტსადგისა (Becurvirostra avosetta), ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. წვრილი და გრძელი ნისკარტი ბოლოში რკალისებურად აქვს ზემოთ აწეული. ფართოდაა გავრცელებული ბალტიის, აზოვის, კასპიისა და შავი ზღვების სანაპიროებზე, აგრეთვე შუა აზიისა და სამხრეთ-დასავლეთ ციმბირის მლაშე ტბებზე. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დებს 4 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 25 დღე-ღამე. იკვებება წვრილი მწერებითა და კიბოსნაირებით. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 444.
