ნიჟნი-ტაგილის სერგი რადონეჟელის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიჟნი-ტაგილის სერგი რადონეჟელის ტაძარი
ნიჟნი-ტაგილის სერგი რადონეჟელის ტაძარი — რუსეთი
ნიჟნი-ტაგილის სერგი რადონეჟელის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 57°56′25″ ჩ. გ. 60°00′27″ ა. გ. / 57.94028° ჩ. გ. 60.00750° ა. გ. / 57.94028; 60.00750
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ნიჟნი-ტაგილი, სვერდლოვსკის ოლქი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი რუსულ-ბიზანტიური
თარიღდება XXI საუკუნე

ნიჟნი-ტაგილის სერგი რადონეჟელის ტაძარი (რუს. Храм Сергия Радонежского) — მართლმადიდებლური ტაძარი სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ნიჟნი-ტაგილში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 2001-2003 წლებში.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ტაგილის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს 2000 წლის 25 სექტემბერს ნიჟნი-ტაგილის მეტალურგიული კომბინატის ხელმძღვანელობის თხოვნით. პირველი ქვა ტაძრის საფუძველში ჩადეს ქალაქის მერმა ნიკოლაი დიდენკომ, სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორმა ედუარდ როსელმა, ნიჟნი-ტაგილის მეტალურგიული კმბინატის გენერალურმა დირექტორმა სერგეი ნოსოვმა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ. ტაძრის მშენებლობისათვის შეარჩიეს ეკატერინბურგელი არქიტექტორის ვ. სიმინენკოს პროექტი.

ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 2001 წელს და მისი მშენებლობა მიმდინარეობდა ნიჟნი-ტაგილის მეტალურგიული კომბინატის, „ევრაზჰოლდინგისა“ და ეკატერინბურგის ეპარქიის ფინანსებით, რის შესახებაც მოგვითხრობს ეკლესიის კედელში ჩატანებული დაფა. 2003 წლის 25 სექტემბერს აკურთხეს ჯვარი და ტაძრის გუმბათი. თავად ეკლესიის კურთხევა კი შედგა 2004 წლის 22 ოქტომბერს. კურთხევის ცერემონიალს უძღვებოდა სამი სამღვდელო პირი: ეკატერინბურისა და ვერხოტურის მთავარეპისკოპოსი ვიკენტი, სერგიევო-პოსადის ეპისკოპოსი ფეოგნოსტი და ბრიანსკისა და სევის მთავარეპისკოპოსი თეოფილაქტე.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი აგებულია რუსულ-ბიზანტიურ სტილში, მაგრამ ასევე გამოყენებულია კლასიციზმისა და XIX-XX საუკუნეების მიჯნის ტრადიციული საეკლესიო არქიტექტურის მოტივები. მრავალი დეტალი აიღეს 1963 წელს დანგრეული ვიისკო-ნიკოლსკის ეკლესიისაგან.

ტაძრის შენობას აქვს ჯვარგუმბათოვანი ფორმა, რომელიც აგებულია მაღალ ცოკოლზე და იტევს 800 ადამიანს. იგი შედგება კვადრატული ცენტრალური სივრცისაგან, ნახევარწრიული აფისიდისაგან და სატრაპეზოსაგან. დომინანტი სამრეკლოს სიმაღლე შეადგენს 40 მეტრს. სამრეკლოს აქვს ცილინდრული სახე. მასზე ჩამოკიდებულია 11 ზარი, რომელთა წონა მეყეობს 6 კგ-დან 1,5 ტონამდე. ტაძარს სულ აქვს შვიდი გუმბათი. ტაძრის მოხატულობა შეასრულეს მოსკოველმა მხატვარებმა რუსეთის დამსახურებული მხატვრის ვ. პავლოვის ესკიზების მიხედვით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]