ნიჟნი-ტაგილის საბრძოლო დიდების მემორიალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიჟნი-ტაგილის საბრძოლო დიდების მემორიალი
Мемориал Воинской Славы Нижнего Тагила
კოორდინატები 57°57′16″N 59°54′13″E / 57.954444° ჩ. გ. 59.903611° ა. გ. / 57.954444; 59.903611
მდებარეობა ნიჟნი-ტაგილი, რუსეთი
არქიტექტორი ვ. დანი
მოქანდაკე ვასილი უშაკოვი
მასალა გრანიტი, ბეტონი, ბრინჯაო, თუჯი, მარმარილო
გახსნის თარიღი 1950

ნიჟნი-ტაგილის საბრძოლო დიდების მემორიალი (რუს. Мемориал Воинской Славы Нижнего Тагила) — ნიჟნი-ტაგილის მთავარი მემორიალური კომპლექსი, ეძღვნება მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ნიჟნი-ტაგილელების ხსოვნას და დიდებას. ასევე საკონცენტრაციო ბანაკების, გულაგების მსხვერპლთ. მემორიალური კომპლექსი მდებარეობს ქალაქ ნიჟნი-ტაგილში, კუშვინის შოსეს დასაწყისში, სახლი 1ა/1, ქალაქის ლენინის რაიონში, ცენტრალური როგოჟინის სასაფლაოს ტერიტორიაზე.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სამამულო ომის გმირების ცენტრალური ძეგლი ქალაქ ნიჟნი-ტაგილში „საბრძოლო დიდების მუზეუმი“ მდებარეობს როგოჟინის სასაფლაოს ტერიტორიაზე. მემორიალური კომლექსი განთავსებულია ფართო მოედანზე, რომელიც გარშემორტყმულია ბეტონის ფილებით. მემორიალის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ომის მსხვერპლთა ძმათა სასაფლაო, რომელიც შემოსაზღვრულია ბეტონის საყრდენებით და თუჯის პილონებით, რომლებზეც ამოკვეთილია დიდი სამამულო ომის პერიოდში დაღუპული ნიჟნი-ტაგილელების სახელები. ძმათა სასაფლაოს შესასვლელს ამშვენებს მარმარილოს ფილა, რომელზეც წარწერაა: „სამარადისო დიდება სოციალიტური საზოგადოების დამცველთა ხსოვნას“ და ამოკვეთილია ხუთქიმიანი საბჭოთა ვარსკვლავი.

მოედნის ბოლოში დგას მემორიალის მთავარი ობიექტი - მონუმენტი „დედა-სამშობლო“. ეს არის ქალის ქანდაკება, რომელიც განასახიერებს სამშობლოს. მაღალ რკინა-ბეტონის კვარცხლბეკზე დგას მთლიანი სხეულით გამოსახული ქალის ფიგურა. კვარცლბეკის ძირთან შავ მარმარილოს ფილაზე ანთია მუდმივი ცეცხლი, ფილას აქვს ხუთქიმიანი ვარსკვლავის ფორმა.

მემორიალი გაიხსნა 1950 წელს, მისი გახსნა დაამთხვიეს დიდ სამამულო ომში გამარჯვების იუბილეს. მოგვიანებით, 1985 წელს, ასევე საიუბილეო თარიღს დაამთხვიეს მონუმენტის „დედა-სამშობლოს“ გახსნა, რომლის ავტორიც არის მოქანდაკე ვასილი უშაკოვი[1]. ყოველწლიურად 9 მაისს გამარჯვების დღეს მემორიალთან იმართება საზეიმო მიტინგი[2][3].

სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეკროპოლის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია სამახსოვრო სტელა, რომელიც ეძღვნება ნიჟნი-ტაგალელებს, რომლებიც იყვნენ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის პატიმრები. ძეგლი წარმოადგენს გრანიტის ფილას, რომელზეც არის წარწერა

ვიკიციტატა
„Бойцам стройотряда 10-78 Тагиллаг НКВД 1941 — 1945“

წარწერიდან მარცხნივ გამოსახულია მამაკაცი ეკლიანი მავთულხლართებით. მარჯვნივ კი გამოსახულია ქრისტიანული ჯვარი.

ძეგლი დაამონტაჟეს 1990 წლის 15 სექტემბერს[4]. ყოველწლიურად 28 აგვისტოს რეპრესირებულთა შთამომავლები და დეპორტირებულთა ნათესავები ნიჟნი-ტაგილიდან, კუშვიდან, ნევიანსკიდან და სხვა ქალებიდან და დასახლებებიდან მიემართებიან ძეგლისაკენ და იკრიბებიან სტელასთან, რათა პატივი მიაგონ დაღუპულებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ГСНТИ 14.01.11 О ПАМЯТНИКЕ «МАТЬ РОДИНА» В НИЖНЕМ ТАГИЛЕ
  2. Репортаж телекомпании «Телекон» с митинга на Рогожино[მკვდარი ბმული]
  3. Статья о праздновании 71-й годовщины Великой Победы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-23. ციტირების თარიღი: 2018-06-24.
  4. Перечень памятников жертвам Сталинских репрессий и депортации народов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-19. ციტირების თარიღი: 2018-06-24.