ნიჟნი-ნოვგოროდის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიჟნი-ნოვგოროდის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია
NN Our Lady Joy of All Who Sorrow Church 08-2016.jpg
ნიჟნი-ნოვგოროდის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°19′40″ ჩ. გ. 44°01′05″ ა. გ. / 56.32778° ჩ. გ. 44.01806° ა. გ. / 56.32778; 44.01806
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5200666000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვ. ბრიუხატოვი, ა. ნიკიტინი
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1893-1896

ნიჟნი-ნოვგოროდის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (რუს. Скорбященская церковь) — მართლმადიდებლური ტაძარი ნიჟნი-ნოვგოროდში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას. რევოლუციამდე იყო მარტინოვის საავადმყოფოს კარის ეკლესია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტინოვის საავადმყოფოს ეზოში კარის ეკლესიის აგების შესახებ საუბარი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, როგორც სასულიერო პირების, ასევე ქალაქის მთავრობის რიგებში. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ეკლესია აგებული უნდა ყოფილიყო საავადმყოფოსაგან განცალკევებულად. თუმცა აღნიშნული გეგმა დიდი ხნის მანძილზე შეუსრულებელი რჩებოდა საკმარისი ფინანსური რესურსების არქონის გამო.

სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, როდესაც ვაჭრის ქვრივმა ალექსანდრა გორბუნოვამ, მეუღლის პატივისცემის ნიშნად გაიღო 4 000 მანეთის შემოწირულობა. 1893 წელს მიიღეს გადაწყვეტილება ეკლესიის მშენებლობის შესახებ. 1894 წელს პროექტი განიხილეს და დაამტკიცეს ნიჟნი-ნოვგოროდის საგუბერნიო მმართველობის ტექნიკური კომისიის მორიგ სხდომაზე.

1894 წლის 22 აგვისტოს შედგა საავადმყოფოს ეკლესიის სარძიკველის საზეიმოდ ჩაყრა. მშენებლობა მიმდინარეობდა ვ. ბრიუხატოვის მეთვალყურეობით, ხოლო 25 აგვისტოს მისი გარდაცვალების შემდეგ პროექტი ჩაიბარა არქიტექტორმა ალექსანდრე ნიკიტინმა. 1894 წლის შემოდგომისათვის საფუძვლის აყრა დასრულდა, გაზაფხულიდან კი დაიწყო ეკლესიის კედლების მშენებლობა. ჯამში ეკლესიის მშენებლობა დაჯდა 26 372 მანეთი.

ეკლესია აკურთხეს 1896 წლის 4 აგვისტოს. 1896 წლიდან მოყოლებული რევოლუციამდე ეკლესიაში ღვთისმსახურება აღევლინებოდა კვირაობით და სადღესასწაულო დღეებში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მარტინოვის საავადმყოფოს კედლებში განთავსდა სამხედრო ჰოსპიტალის პალატები.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ნიჟნი-ნოვგოროდის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია დახურეს. 1974 წელს ეკლესიის შენობა გადავიდა რადიოფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბალანსზე. 1988 წელს ეკლესიის შენობა, როგორც რეგიონალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი გადაეცა ქალაქის კულტურის სამმართველოს.

1990 წლიდან შემორჩენილი ფოტოების მეშვეობით დაიწყო ეკლესიის რესტავრაცია. 2005 წელს მოხდა ეკლესიის მეორედ კურთხევა. 2016 წლის ივლისიდან ეკლესიის წინამძღვარია ანდრეი ბანდინი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]