ნიჟნი-ნოვგოროდის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიჟნი-ნოვგოროდის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ნიჟნი-ნოვგოროდის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია — რუსეთი
ნიჟნი-ნოვგოროდის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°19′35″ ჩ. გ. 43°59′26″ ა. გ. / 56.32639° ჩ. გ. 43.99056° ა. გ. / 56.32639; 43.99056
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210025000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1672

ნიჟნი-ნოვგოროდის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (რუს. Церковь Успения Божией Матери) — მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდში. დაარსებულია 1672 წელს. შედის მთავარეპისკოპოსის მეტოქის შემადგენლობაში ამაღლებისა და სერგი რადონეჟელის ეკლესიასთან ერთად[1].

მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

ნიჟნი-ნოვგოროდის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია რუსეთის ფედერაცის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელი ქვის მიძინების ეკლესიის ადგილზე ადრე მდებარეობდა მონასტერი, რომელიც მოხსენიებულია ვასილი შუისკის სიგელში 1606 წელს[1]. მონასტერი ყოფილა ხის და ნაკურთხი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, მაგრამ უკვე 1621 წლის სიგელში მოიხსენიება, როგორც სამრევლო ეკლესია[1].

ღვთისმშობლის მიძინების ქვის ეკლესია ააგო ვაჭარმა ათანასე ოლისოვმა. მშენებლობა დასრულდა 1672 წელს[1].

1715 წელს ეკლესია განადგურდა ხანძრისაგან და აღადგინეს[3]. 1934 წელს ეკლესიის სამრეკლო და სატრაპეზო დაანგრიეს[3]. მიძინების ეკლესიის თავდაპირველი სახე აღადგინეს 1965-1967 წლებში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს დროს. პროექტის ხელმძღვანელმა სვიატოსლავ აგაფონოვმა ასევე აღადგინა სატრაპეზო და სამრეკლო[3]. 2003 წელს შედგასაკურთხევლის კურთხევის ცერემონია.

ეკლესია კვლა შეარემონტეს 2004 წელს. აღდგა სატრაპეზოც და სამრეკლოც. 2004 წლის 15 მარტს ხატმწერების ჯგუფმა ალექსი ანციფეროვის ხელმძღვანელობით დაიწყო ეკლესიის მოხატვის სამუშაოები, ასევე საკურთხევლის რესტავრაცია და კანკელის დასრულება[4][5].

12 ივნისს აკურთხეს ჯვარი და ზარი, ყველაზე დიდი ზარის წონა იყო - 1 600 კგ[3][4]. 28 ივლისს ეკლესია შეიყვანეს მთავარეპისკოპოსის მეტოქის შემადგენლობაში[6]. 2004 წლის 29 ივლისს ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის ეპისკოპოსმა გიორგიმ აღასრულა ტაძრის კურთხევის ცერემონიალი[7]. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი გახდა პირველი, რომელიც აღადგინეს პროექტ „ილინის სლობოდის“ ფარგლებში[7].

2005 წლის დეკემბერში ეკლესიის წინ პირველად აღმართეს საშობაო ნაძვის ხე[8].

2011წლის 14 დეკემბერს შედგა ოთხი მოზაიკური ხატის კურთხევა, ერთ-ერთი იყო უფლის ხელთუქმნელი ხატი, მეორე - ვლადიმირის დიდი თავადის იური ვსევოლოდის ძის ხატი, მესამე - სერგი რადონეჟელისა, ხოლო მეოთხე - მიქაელ მთავარანგელოზის ხატი. ხატები შეასულეს ხატწერის სახელოსნო „Ковчег“-ში. თითოეულ ხატზე მუშაობა გაგრძელდა ორი თვის მანძილზე[9].

სიწმინდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარში დაცულია წმინდა ბარბარეს, წმინდა ფილარეტისა და წმინდა ინოკენტის სხეულის წმინდა ნაწილები.

წინამძღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Храм Успения Божией Матери (Архиерейское подворье), Нижегородская епархия
  2. Праздник Успения Пресвятой Богородицы, Нижегородская епархия, 28 августа 2009 года
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Освящение крестов и колоколов Успенского храма (фото), Нижегородская епархия
  4. 4.0 4.1 События, Нижегородская епархия
  5. Начало росписи церкви Успения Божией Матери (фото), Нижегородская епархия
  6. Распоряжение № 97 от 28 июля 2004 года, Нижегородская епархия
  7. 7.0 7.1 Освящение церкви Успения Божией Матери, Нижегородская епархия
  8. Рождественскую елку перед храмом во имя Успения Божией Матери украсили игрушками, изготовленными детьми, Нижегородская епархия, 27 декабря 2005 года
  9. Чистяков, Игорь. (14 октября 2011 года) На территории Успенского храма Нижнего Новгорода освящены четыре мозаичные иконы (фото). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-05. ციტირების თარიღი: 2011-10-31.
  10. Указ № 131 от 27 июля 2004 года, Нижегородская епархия
  11. Указ № 16 от 24 января 2005 года, Нижегородская епархия
  12. Указ № 169 от 1 июля 2005 года, Нижегородская епархия
  13. Указ № 164 от 1 июля 2005 года, Нижегородская епархия