ნიჟნი-ნოვგოროდის ფერისცვალების ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიჟნი-ნოვგოროდის ფერისცვალების ტაძარი
ნიჟნი-ნოვგოროდის ფერისცვალების ტაძარი — რუსეთი
ნიჟნი-ნოვგოროდის ფერისცვალების ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°19′53″ ჩ. გ. 43°57′14″ ა. გ. / 56.33139° ჩ. გ. 43.95389° ა. გ. / 56.33139; 43.95389
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210063000
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1816-1822

ნიჟნი-ნოვგოროდის ფერისცვალების ტაძარი (რუს. Преображе́нский собо́р) — გვიანი კლასიციზმის სტილში აგებული მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდში. დაარსებულია 1816 წელს. ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

2009 წლის 12 სექტემბრამდე იყო ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიის საკათედრო ტაძარი[1][2].

ნიჟნი-ნოვგოროდის ფერისცვალების ტაძარი რუსეთის ფედერაცის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

საკურთხევლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარში სამი საკურთხეველია. მთავარი საკურთხეველი არის უფლის შემოყვანებისა პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელი ჯვრის სახელზე. ერთი ეკვდერი ალექსანდრე ნეველის სახელზე, ხოლო მეორე - მაკარი ჟელტოვოდელის სახელზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია საბჭოთა მმართველობის პერიოდში

1816 წელს ნიჟნი-ნოვგოროდში მაკარევოდან გადაიტანეს მაკარევოს ბაზრობა. იმავე წელს მდინარე ოკის მარცხენა სანაპიროზე დაიწყო სავაჭრო შენობების მშენებლობა. ბაზრობის პროექტი შეიმუშავა ავგუსტინ ბეტანკურმა. მან ეკლესიის ასაშენებლად მოუხმო ოგიუსტ მონფერანს, რომელმაც ააშენა ისააკის ტაძარი სანქტ-პეტერბურგში ეკლესიის მშენებლობა დასრულდა 1822 წელს.

ბაზრობა წელიწადში ერთი თვე ფუნქციონირებდა. ეკლესია კი მიაწერეს ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ფერისცვალების ტაძარს, რომელიც ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლში მდებარეობდა. ეკლესიის კანკელი მოხატა იტალიელმა ტორიჩელიმ ევროპული კანონების მიხედვით, რის გამოც ვაჭრების უდიდესმა ნაწილმა უარი თქვა მსგავსი კანკელის წინ ლოცვაზე. საბოლოოდ, ახალი კანკელი შექმნა არქიტექტორმა ვასილი სტასოვმა. ძველი ბაზრობის ეკლესია მას შემდეგ უწოდეს, რაც აშენდა ნიჟნი-ნოვგოროდის ალექსანდრე ნეველის ტაძარი.

ეკლესიის შენობა აშენდა მთავარი სავაჭრო სახლისთვის. თავად შენობა აგებულია ფხვიერ გრუნტზე, რამაც დროთა განმავლობაში შენობას ბზარები გაუჩინა. XIX საუკუნის ბოლოს შენობა კაპიტალურად გაარემონტეს არქიტექტორ რობერტ კილევეინის პროექტის მიხედვით (სამუშაოებს ხელმძღვანელობდა პეტრე ბოიცოვი)[3]. რესტავრაციის შემდეგ ეკლესია მეორედ აკურთხეს 1888 წლის 31 ივლისს [4]. 1899 წელს ეკლესიას სამრეკლოს დაცემისაგან განადგურების საფრთხე შეექმნა. ახალი სამრეკლო ძველის სტილში ააგეს 1906 წელს. არქიტექტორები იყვნენ პაველ მალინოვსკი და ერმინგელდ მიჩურინი.

რევოლუციის შემდეგ ეკლესიაში განათავსეს საწყობი, ისევე როგორც ნიჟნი-ნოვგოროდის სხვა ეკლესია-მონასტრებში, ხოლო ადმინისტრაციულ ნაგებობაში - საცხოვრებლები. 1989 წელს რელიგიის საქმეთა საბჭომ ტაძარი გადასცა გორკის ეპარქიულ სამმართველოს სარესტავრაციოდ და კათედრალური ტაძრის სტატუსის მისანიჭებლად. ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო, ამავდროულად შაბათობით და კვირაობით მასში ღვთისმსახურება იმართებოდა.

2001 წელს მაკარი ჟელტოვოდელის ეგვტერში დაკრძალეს ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტი ნიკოლაი (კუპეტოვი)[5][6][7].

სიწმინდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ნეველის, იური ვსევოლოდის ძის, სერაფიმ საროველის, პეტრე მოსკოველის, ინოკენტი მოსკოველის, ალექსი ბორტსურმანელის ხატები მათი წმინდა ნაწილებით.

ღვთისმშობლის ხატი და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Собору в честь святого благоверного князя Александра Невского в Нижнем Новгороде присвоен статус кафедрального დაარქივებული 2012-06-18 საიტზე Wayback Machine. , Нижегородская епархия, 12 сентября 2009 года
  2. Общие сведения о Нижегородской епархии დაარქივებული 2015-11-04 საიტზე Wayback Machine. , Нижегородская епархия
  3. Нащокина М. B. Архитекторы московского модерна. Творческие портреты. — 3-е изд. — М.: Жираф, 2005. — С. 83. — 2500 экз. — ISBN 5-89832-043-1.
  4. Приходы Нижнего Новгорода. Нижегородская метропролия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-29. ციტირების თარიღი: 2013-10-27.
  5. Святители земли Нижегородской. НИКОЛАЙ (КУТЕПОВ), митрополит Нижегородский и Арзамасский (1977—2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-04. ციტირების თარიღი: 2018-03-20.
  6. Спасский кафедральный собор დაარქივებული 2009-08-12 საიტზე Wayback Machine. , nne.ru
  7. Выставка, посвященная памяти митрополита Нижегородского и Арзамасского Николая (Кутепова), открылась в Нижнем Новгороде, patriarchia.ru, 4 октября 2008