ნიჟნი-ნოვგოროდის უფლის ფერისცვალების ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიჟნი-ნოვგოროდის უფლის ფერისცვალების ტაძარი
ნიჟნი-ნოვგოროდის უფლის ფერისცვალების ტაძარი — რუსეთი
ნიჟნი-ნოვგოროდის უფლის ფერისცვალების ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°20′59″ ჩ. გ. 43°52′19″ ა. გ. / 56.34972° ჩ. გ. 43.87194° ა. გ. / 56.34972; 43.87194
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5200139000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1898

ნიჟნი-ნოვგოროდის უფლის ფერისცვალების ტაძარი (რუს. Спасо-Преображенский собор) — მართლმადიდებლური ტაძარი ნიჟნი-ნოვგოროდის სორმოვოს რაიონში. მდებარეობს შჩერბაკოვის ქუჩაზე. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1898-1900 წლებში. ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიჟნი-ნოვგოროდის უფლის ფერისცვალების ტაძარი ააშენეს როგორც, მანამდე უკვე აგებული სორმოვოს ალექსანდრე ნეველის ეკლესიის დამატებითი ნაგებობა. სორმოვოს რაიონი გაიზარდა და გაფართოვდა აქ მდებარე ქარხნის, „წითელი სორმოვოს“ წყალობით, რომელშიც მუშაობდა 10 000 ადამიანი. პატარა ეკლესიას კი აღარ შეეძლო ყველა მსურველის დატევა შენობაში. 1898 წელს ტაძრის მშენებლობის დაწყება დაამტკიცეს არქიტექტორ პავლე მალინოვსკის პროექტის მიხედვით, ხოლო უკვე 1905 წელს აკურთხეს ახალი ტაძრის მთავარი საკურთხეველი[1].

ნიჟნი-ნოვგოროდის უფლის ფერისცვალების ტაძარი საბჭოთა პერიოდში. წინა პლანზე — კინოთეატრი „სორმოვო“

ტაძარი გათვლილი იყო ორი ათას მრევლზე, მაგრამ მოგვიანებით ტევადობა გაიზარდა. ტაძრის შიგნით დააყენეს ექვსიარუსიანი კანკელი, რომელის სრულდება ჯვრით. ხოლო აღსავლის კარსა და სამლოცველო დარბაზს შორის შვიდი მარმარილოს სვეტია. კომპლექსის შენობების ნაწილია ეკლესიის გარშემო მდებარე სამრევლო საცხოვრებელი, სანათლავი და რამდენიმე სამეურნეო ნაგებობა.

1927 წელს ეკლესია დახურეს, გადახადეს სახურავი და მოახდინეს საეკლესიო ჭურჭლის კონფისკაცია. თავდაპირველად მიიღეს გადაწყვეტილება ტაძრის აფეთქების შესახებ, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს და მასში გახსნეს ბავშვთა კულტურის სახლი, ხოლო მოგვიანებით საწყობი და მაცივარი[1]. 1990 წლისთვის ტაძარი დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და მოგვიანებით გაარემონტეს.

უფლის ფერისცვალების ტაძარი არის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურის ძეგლი[2], მასთან გახსნილია საკვირაო სკოლა და მართლმადიდებლური სასწავლებელი[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Нижегородская Митрополия. Сайт Нижегородской Митрополии. ციტირების თარიღი: 2018-02-17.
  2. Минкульт - ViewMaps CultureObjects. okn-mk.mkrf.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-18. ციტირების თარიღი: 2018-02-17.
  3. Спасо-Преображенский собор Нижнего Новгорода, Нижний Новгород - Деловой квартал. nn.dk.ru. ციტირების თარიღი: 2018-02-17.