ნიჟნი-ნოვგოროდის სახელმწიფო ბანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიჟნი-ნოვგოროდის სახელმწიფო ბანკი
Государственный банк Нижнего Новгорода
NN BolPokrovskaya Street 08-2016 img2.jpg
სახელმწიფო ბანკის შენობა
კოორდინატები 56°19′32″N 44°00′13″E / 56.3256° ჩ. გ. 44.0037° ა. გ. / 56.3256; 44.0037
მდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი
მოქანდაკე ვლადიმირ პოკროვსკი
დაწყების თარიღი 1911
დასრულების თარიღი 1913
თარიღდება 1911
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210043000

ნიჟნი-ნოვგოროდის სახელმწიფო ბანკი (რუს. Нижегородское Государственного банка) — ნეორუსულ სტილში შესრულებული არქიტექტურული ძეგლი ნიჟნი-ნოვგოროდში. მდებარეობს ბოლშაია-პოკროვსკაიის ქუჩაზე ნომერ 26-ში, ქართველების ქუჩის კუთხეში. მშენებლობა მიმდინარეობდა 1911-1913 წლებში და მიეძღვნა რომანოვების დინასტიის სამეფო ტახტზე 300 წლის მეფობის წლისთავს.

ანსამბლის შემადგენლობაში შედის მთავარი შენობა, საცხოვრებელი სახლი თანამშრომლებისათვის, ყალბი ღობე კარიბჭეებით, საათი-სამრეკლო და საცავი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1911 წელს ბანკის საბჭომ გამოაცხადა კონკურსი ბანკის შენობის ასაგებად. პირველი პრემია და მშენებლობის ხელმძღვანელობა მოიგო არქიტექტორმა ვლადიმირ პოკროვსკიმ. მისი დამხმარეები კი იყვნენ ალექსი შჩუსევი, ალექსანდრ გოგენი და ნ. ვეშნიაკოვი.

შენობის ისტორიული პროტოტიპები არიან როსტოვის მიტროპოლიტის სასახლე. მოსკოვის კრემლის ტერემნის სასახლის აივანი, ნოვგოროდ-ფსკოვის არქიტექტურა - საცხოვრებელი სახლი.

მშენებლობა დაიწყო 1911 წლის 5 მაისს. საზეიმოდ საფუძველი ჩაუყარეს 1911 წლის 1 ივნისს, ხოლო გახსნა მოხდა 1913 წლის 14 მაისს. მთავარი კორპუსის აგება დაჯდა 398 832 რუბლი. საათი-სამრეკლო 1 744 რუბლი.

ძეგლის ამჟამინდელი მდგომარეობა კარგია, დანაკარგი უმნიშვნელოა რუსეთის გერბი ფრონტონზე, შეცვალა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის სახელმწიფო გერბმა.

შენობა გამოიყენება თავდაპირველი დანიშნულებით, მასში განთავსებულია რუსეთის ცენტრალური ბანკის ნიჟნი-ნოვგოროდის მთავარი სამმართველო.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1913 წლის 17 მაისს შენობაში სტუმრად იყო რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი ნიკოლოზ II, რომელიც მოგზაურობდა ვოლგის გასწვრივ. ამის შესახებ მან დღიურში ჩაწერა:

ვიკიციტატა
„17 მაისი, პარასკევი. ვეწვიე ნიჟნი-ნოვგოროდს. დილით ცივი ამინდი იყო... ოთხ საათზე ვეწვიე სახელმწიფო ბანკის ახალ შენობას, რომელიც ძველრუსულ სტილშია აგებული.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Дневники императора Николая II. - Москва: «Орбита», ЦГАОР, 1991. - С. 400.
  • Памятники истории и культуры города Горького / Составитель Орлов С. А. - Горький: Волго-Вятское книжное издательство, 1977. - С. 139, илл. Раздел «Памятники архитектуры», авт. Агафонов С. Л.
  • Памятники истории и культуры Горьковской области / Агафонов С. Л. - Горький: Волго-Вятское книжное издательство, 1987. - С. 129.
  • Знакомьтесь, город Горький. Путеводитель / Составитель Сидорова И. В. - Горький: Волго-Вятское книжное издательство, 1989. - С. 95.
  • Нестеров М. В. Воспоминания. - М., 1985. - С. 305.