ნიჟნი-ნოვგოროდის ისტორიული ცენტრი
ნიჟნი-ნოვგოროდის ისტორიული ცენტრი (რუს. Исторический центр Нижнего Новгорода), ძველი ნიჟნი-ნოვგოროდი (რუს. Старый Нижний Новгород) ან ძველი ქალაქი (რუს. Старый город) — ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდის 1917 წლამდე გაშენებული ნაწილი[1]. აღნიშნულ ნაწილში მდებარეობს არქიტექტურის ძეგლების დიდი ნაწილი, ბუნების ღირსშესანიშნაობების ძეგლები და ისტორიული რაიონები.
ძველ ქალაქში ერთმანეთშია გადაჯაჭვული სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურული სტილი (ნეობიზანტიური, ბაროკო, ამპირი, მოდერნი). ქალაქის ძველ რაიონებში ერთმანეთის გვერდით განლაგებულია შუა საუკუნეების კრემლი, თავადების სახლები და სტალინური არქიტექტურის შენობები.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველი ქალაქი განლაგებულია ქალაქის ორ ბორცვზე, ესენია კრემლისა და ელიას გორა. კრემლის გორაზე მდებარეობს თავად კრემლი და მის გარშემო მდებარე ისტორიული რაიონები: მინინისა და პოჟარსკისა და სახალხო ერთობის მოედნები, შობის ქუჩა, ისტორიული ქუჩების კომპლექსი (მაგალითად, დიდი კვართის ქუჩა და ბარბარეს ქუჩა), პეჩერის ამაღლების მონასტერი და მდინარე პოჩაინა. ელიას გორაზე განთავსებულია ტერიტორია, რომელიც იწყება ელიას ქუჩიდან და მთავრდება ლიადოვის მოედნით[1].
ძველი ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ასევე ძველი კანავინო ნიჟნი-ნოვგოროდის ბაზრითა და ძველი სორმოვოს ტერიტორიით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტერიტორიები 1917 წლის შემდეგ შევიდნენ ქალაქის შემადგენლობაში. ძველი კანავინო თავის თავში მოიცავს ბაზრობას, ისარსა და მიკრორაიონ გორდეევკას. აქ განლაგებულია მრავალი ღირსშესანიშნავი არქიტექტურული ძეგლი, რომელიც ქმნიან აღნიშნული ტერიტორიის ანსამბლს: ბაზრობა და მთავარი სავაჭრო სახლი, მოსკოვის ვაგზალი მიმდებარე მოედნითა და ცენტრალური უნივერმაღით, სმოლენსკო-ვლადიმირის ეკლესია[2] და გორდეევის უნივერმაღი, ასევე XIX საუკუნის მრავალი სახლი. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ძველი კანავინოს ტერიტორიის მასშტაბური რეკონსტრუქცია გაიმართა[3][4].
ძველი სორმოვო ისტორიული ცენტრიდან ყველაზე მეტადაა დაშორებული. აქ აგებულია სტალინური ეპოქის ძეგლები. ძველ სორმოვოში მდებარეობს ნიჟნი-ნოვგოროდის უფლის ფერისცვალების ტაძარი, ნიჟნი-ნოვგოროდის № 82 ლიცეუმი, ქარხანა „წითელი სორმოვო“ და - საუკუნეების მიჯნის რამდენიმე ნაგებობა. XX საუკუნის დასაწყისში სორმოვო იყო 1905 წლის რევოლუციის ცენტრი[5], ამასთან დაკავშირებით სორმოვოში მრავალი ძეგლია, რომელიც რევოლუციას ეძღვნება.
მნიშვნელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ობიექტი „ნიჟნი-ნოვგოროდის ისტორიული ცენტრი“ არის ქალაქის ძირითადი კულტურული ღირსშესანიშნაობა და მისი ტურისტული ცენტრი. შედის იუნესკოს 100 ქალაქს შორის, რომელსაც აქვს კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა[6]. იუნესკოს არამატერიალური ძეგლების სიაში შედის მაქსიმ გორკის იუბილე[7]. ისტორიული ტერიტორიის დაცვა და განვითარება მუდმივი დავის საგანი იყო ისტორიული მემკვიდრეობისა და თანამედროვე მშენებლობის მომხრეთა შორის. უკანასკნელ 30 წელიწადში ქალაქმა დაკარგა არქიტექტურის ძეგლების დიდი რაოდენობა და თითქმის მთლიანად დაკარგა ისტორიული სახე[8]. ახალი მერი ვლადიმირ პანოვი დაინტერესებულია ქალაქის ისტორიული სახის შენარჩუნებით[9].
შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფოტო | სახელწოდება | მდებარეობა |
---|---|---|
ნიჟნი-ნოვგოროდის ისტორიული ცენტრი | ნიჟნი-ნოვგოროდი | |
ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლი | ნიჟნი-ნოვგოროდი, ნიჟნი-ნოვგოროდის რაიონი, ცენტრი | |
ისარი და მისი ანსამბლი | ნიჟნი-ნოვგოროდი, კანავინოს რაიონი | |
ნიჟნი-ნოვგოროდის ბაზარი | ნიჟნი-ნოვგოროდი, კანავინოს რაიონი | |
ძველი კანავინო | ნიჟნი-ნოვგოროდი, კანავინოს რაიონი | |
ძველი სორმოვო | ნიჟნი-ნოვგოროდი, სორმოვოს რაიონი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Карта «Историческая территория „Старый Нижний Новгород“». www.opentextnn.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-17. ციტირების თარიღი: 2018-02-16.
- ↑ Нижегородская Митрополия. Сайт Нижегородской Митрополии. ციტირების თარიღი: 2018-02-16.
- ↑ Новое «Старое Канавино». opennov.ru (201-09-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-05. ციტირების თარიღი: 2018-02-16.
- ↑ Мария Медвидь. (2015-10-01) Новое Старое Канавино | Медиапроект «Столица Нижний». stnmedia.ru. ციტირების თარიღი: 2018-02-16.
- ↑ Революция в Н. Новгороде: рабочий поселок Сормово Нижегородской губернии в 1905 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-16. ციტირების თარიღი: 2018-02-16.
- ↑ Илья Маневич, Михаил Шахов. Самые знаменитые чудеса России. — Litres, 2017-09-05. — 146 с. — ISBN 9785040577286.
- ↑ „В список дат ЮНЕСКО включили юбилей Горького, который отметят в Нижнем Новгороде“. ТАСС. 2018-01-25. ციტირების თარიღი: 2018-02-16.
- ↑ Старый Нижний Новгород. www.nngasu.ru (201-03-27). ციტირების თარიღი: 2018-02-16.
- ↑ „Панов: Моя задача – избежать второй Большой Покровской“. NewsNN.ru. 2018-01-24. ციტირების თარიღი: 2018-02-16.