ნიჟნეჟურავსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიჟნეჟურავსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
Храм в нижней журавке.jpg
ნიჟნეჟურავსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ნიჟნეჟურავსკი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
საიტი ოფიციალური საიტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი რეტროსპექტივიზმი
თარიღდება 1912-1914
დეტალები
მასალა აგური
Images.png გარე სურათები
Image-silk.png ეკლესია 2015 წელს


ნიჟნეჟურავსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Церковь Покрова Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია კონსტანტინოვსკის რაიონის ხუტორ ნიჟნეჟურავსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას[2]. აგებულია 1914 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიჟნეჟურავსკის ეკლესიის ისტორია იწყება 1856 წლიდან, როდესაც სტანიცა კონსტანტინოვსკის ხის ეკლესია დადგეს დონის ნაპირზე. იგი გადაიხარა დონის ნაპირის დეფორმაციის გამო. მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ძველი ეკლესიის შერემონტებას აჯობებდა ახალის აშენება, დაიწყეს მშენებლობა, რომელიც დასრულდა 1860 წლის 28 დეკემბერს, ხოლო 1861 წელს აკურთხეს. ძველი ეკლესია კი კონსტანტინოვსკიდან გადაიტანეს ნიჟნეჟურავსკში 1863 წელს და ამავე წელს ააწყვეს და აკურთხეს[3].

1878 წელს ეკლესია დაიწვა და მხოლოდ 1882 წელს აღადგინეს მოსახლეობის დაფინანსებით. 1905 წელს იგი კვლავ დაიწვა[3]. 1910 წელს ხუტორბის ნიჟნეჟურავსკისა და ავილოვის მოსახლეობამ გამოხატეს ახალი ქვის ეკლესიის აგების სურვილი. 1910 წლის 7 მაისის დონის კაზაკთა ატამანის გადაწყვეტილებით ხუტორების მოსახლეობამ მშენებლობის ნებართვა მიიღეს. ქვის ეკლესიის მშენებლობა დაიწყე 1912 წელს და დაასრულეს 1914 წელს. იგი იყო ჯვარ-გუმბათოვანი და ოთხსაკურთხევლიანი. სამრეკლო პირამიდის ფორმისა იყო. ეკლესიას ჰქონდა ერთი დიდი და სამი პატარა გუმბათი.

საბჭოთა ხეისუფლების პერიოდში ორჯერ დახურეს, მეორე მსოფლიო ომამდე და მის მერე. ეკლესიას იყენებდნენ ხორბლის საცავად. გუმბათი დაინგრა, ეკლესიის კედლები კი დაძველდა. ეკლესიის ცხოვრება აღორძინდა სსრკ-ის დაშლის შემდეგ - 1994 წლიდან, როდესაც ტაძარი დაუბრუნდა მორწმუნეებს. ხუტორის მოსახლეობის ძალებით მოხდა სახურავის რემონტი, ფანჯრების ჩასმა, იატაკის დაგება.

2012 წლს ნოემბერში ეკლესიას ჩაუტარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები. შიგნიდან შელესეს და შეღებეს. 2014 წელს სამრეკლოზე დაკიდეს შვიდი ზარი. 2014 წლის 26 სექტემბერს ეკლესიას დაადგეს ცენტრალური გუმბათი და ჯვარი. სარემონტო-არდგენითი სამუშაოები ეკლესიაში მიმდინარეობს დღემდე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]