ნიჟნეკამსკის წყალსაცავი
იერსახე
| ნიჟნეკამსკის წყალსაცავი | |
|---|---|
| რუს. Нижнекамское водохранилище | |
|
| |
| კოორდინატები: 55°53′ ჩ. გ. 52°45′ ა. გ. / 55.883° ჩ. გ. 52.750° ა. გ. | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეული | თათრეთი, უდმურტეთი |
| სიგრძე | 270 კმ |
| ფართობი | 2580 კმ² |
| მოცულობა | 12,9 კმ³ |
| მდინარე | კამა |
| შევსების წელი | 1981 |
| ჰესი | ნიჟნეკამსკის ჰესი |
ნიჟნეკამსკის წყალსაცავი (რუს. Нижнекамское водохранилище) — წყალსაცავი რუსეთში, თათრეთსა და უდმურტეთში. მდებარეობს მდინარე კამაზე. ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესია. წარმოქმნილია ამავე დასახელების ჰიდროელექტროსადგურის კაშხლით. შეივსო 1981 წელს. ფართობი 2580 კმ², სიგრძე 270 კმ, მოცულობა 12,9 კმ³. მისი საშუალებით ხორციელდება ჩამონადენის სეზონური რეგულირება. წყლის დონე მერყეობს 3 მეტრით. გამოიყენება სანაოსნოდ, წყალმომარაგებისა და რეკრეაციისთვის.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Нижнекамское водохранилище // Большая российская энциклопедия. т. 22. — М., 2013. — стр. 675.