ნიპიგონის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიპიგონის ტბა
ნიპიგონის ტბა
ნიპიგონის ტბა
კოორდინატები: 49°50′ ჩ. გ. 88°30′ დ. გ. / 49.833° ჩ. გ. 88.500° დ. გ. / 49.833; -88.500
მდებარეობა კანადის დროშა კანადა
სიმაღლე ზღვის დონიდან 260 
ფართობი 4848 კმ²
მოცულობა 248 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 165 
საშუალო სიღრმე 54,9 
ნიპიგონის ტბა — კანადა
ნიპიგონის ტბა

ნიპიგონის ტბა (ინგლ. Lake Nipigon) — ტბა კანადაში, ონტარიოს პროვინციაში. ფართობი 4848 კმ². წყლის დონე 260 მ სიმაღლეზეა. მყინვარულ-ტექტონიკური წარმოშობისაა. ნაპირები ძლიერ არის შეჭრილ-შემოჭრილი, ბევრია კუნძული. მაქსიმალური სიღრმე 165 მ. მიეკუთვნება დიდი ტბების სისტემას. ტბიდან გამოედინება მდინარე ნიპიგონი, რომელიც ერთვის ზემო ტბას. ნაპირები მეჩხრად არის დასახლებული. გეოლოგიური თვალსაზრისით წარმოადგენს მტკნარწყლიანი მყინვარისპირა ტბა — აგასისის რელიქტს. ინდიელთა ენაზე სახელწოდება ნიშნავს „ღრმას, სუფთა წყალს“. არის ყურეები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]