ნიორა სოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიორა სოკო
Mycetinis scorodonius 334947.jpg
ნიორა სოკო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
ქვესამეფო: უმაღლესი სოკოები
განყოფილება: ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი: აგარიკომიცეტები
რიგი: ფირფიტოვანნი
ოჯახი: Marasmiaceae
სახეობა: ნიორა სოკო
ლათინური სახელი
Mycetinis scorodonius
Marasmius scorodonius

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


NCBI 182058

ნიორა სოკო (ლათ. Mycetinis scorodonius) — სოკო Marasmiaceae-ის ოჯახისა. ქუდის დიამეტრი 0,5-2,5 სმ აღწევს. ნორჩი სოკო გამობურცულ-კონუსური ან ნახევარსფეროსებრია, გადაბრუნებული კიდით. ქუდის ზედაპირი შიშველი და გლუვია, იშვიათად დაღარული. ნოტიო ამინდში მოვარდისფრო-მოყავისფროა ან ჟანგმიწოვან-წითელი, შეშრობისას კრემისფერი ან ჟანგმიწოვანი. რბილობი ძალიან თხელია ნივრის ძლიერი სუნითა და გემოთი. ჰიმენოფორის ფირფიტები მეჩხერია.

ფეხის სიგრძე 0,5-5 სმ, ხოლო სისქე 1-2 მმ აღწევს; ცენტრალური, ცილინდრული, მაგარი, ზოგჯერ დაღარულია, ზედა ნაწილში ნარინჯისფერი, ქვემოთ მოწითალო-მოყავისფრო ან შავი, შიშველი და კრიალაა. სპორული ფხვნილი თეთრია. სპორების ზომებია 8,5-10×3,5-4,5 მკმ, ელიფსური. ბაზიდიუმი ოთხსპორიანია, რომლის ზომებია 25-35×6-8 მკმ.

ნიორა სოკო ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში წიწვებზე, ტოტებსა და ლპობად ქერქზე, ჩვეულებრივი მანანას ღეროებსა და იშვიათად ბალახებს შორის. პატარა სოკოა ნივრის ძლიერი სუნით, რომელიც გამოიყენება როგორც საკაზმ-სანელებელი. ნივრის სუნი სოკოს გამოშრობის დროსაც დაჰკრავს. საჭმელად ვარგისი სოკოა. ნიორა სოკო გვხვდება საქართველოშიც.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]