ირმა ნიორაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნიორაძე, ირმა)

ირმა ნიორაძე (ინგლ. Irma Nioradze, რუს. Ирма Ниорадзе; დ. 15 იანვარი, 1969, თბილისი) — ქართველი ბალერინა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წელს თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელის დამთავრების შემდეგ (პედაგოგები სერაფიმა ვეკუა და ვახტანგ ჭაბუკიანი) ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გადის სტაჟირებას (1987-88, პედაგონი ლიუდმილა საფრონოვა).

1989-1990 წლებში თბილისის აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. მის რეპერტუარშია მთავარი როლები ბალეტებში „ჟიზელი“, „სერენადა“, „დემონი“. 1990 წელს გახდა საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ლაურეატი ჯეკსონში, აშშ. რეპეტიტორი ნატალია ზოლოტოვა.

1991 წელს სტაჟირებას გადის დანიის სამეფო ბალეტში (კოპენჰაგენი).

1992 წელს წამყვანი სოლისტია მარიინსკის თეატრის საბალეტო დასისა (პედაგოგები ნინელი კურგაპკინა და ოლგა მოისეევა). რეპერტუარი: მთავარი როლები ბალეტებში „გედების ტბა“ (ქორეოგრაფი მ. ფოკინი, ლ. ივანოვი), „დონ კიხოტი“ (ქორეოგ. ა. გორსკი), „ბაიადერკა“, „ლეგენდა სიყვარულზე“ (ქორეოგ. ი. გრიგოროვიჩი), „კორსარი“ (ქორ. მ. პეტიპა), „მძინარე მზეთუნახავი“ (ქორ. ს. ვიხარევი), „შეჰერაზადა“ (ქორ. მ. ფოკინი), „კარმენ-სიუიტა“ (ქორ. პ. პეტი), „რაიმონდა“ (ქორ. მ. პეტიპი, ი. გრიგოროვიჩი), „ბახჩისარაის შადრევანი“, „გოია“, „სერაფიტას კოცნა“ (ქორ. ა. როტმანსკი), „სიმფონია დო მაჟორი“ („ბროლის სასახლე“, ქორ. დ. ბალანჩინი) და სხვა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1996 წელს ხდება „ღირსების ორდენის“ კავალერი, 1997 წელს კი საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • 1998 წელს: მთავარი საბალეტო პარტია მინიატიურაში „მონოლოგი ქალზე“ (სპეციალურად დადგმული ქორ. კ. სიმონოვის მიერ ირმა ნიორაძისთვის, ე. მორიკონეს მუსიკით).
  • 2002 წელს: რუსეთის დამსახურებული არტისტი, საყოველთაოდ აღიარებულ რუსეთის ქალთა პრემიის „ოლიმპია“ ლაურეატი „რუსული ბალეტის სკოლის ტრადიციების შენახვისა და განვითარებისთვის“.
  • 2003 წლის სექტემბერი: ყოველწლიური პრემიის „პოზიტანო 2003 — ცეკვის ხელოვნებისთვის“ (იტალია) ლაურეატი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]