ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნინო ქაჯაია
დაბადების თარიღი 27 იანვარი, 1957(1957-01-27) (67 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
საქმიანობა მთარგმნელი
მოქალაქეობა  საქართველო

ნინო ზურაბის ასული ქაჯაია (დ. 27 იანვარი, 1957, თბილისი) — ქართველი მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნინო ქაჯაია დაიბადა 1957 წლის 27 იანვარს, თბილისში. სწავლობდა თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, საფორტეპიანო განყოფილებაზე.

1982 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი, ქართული ენის სპეციალობით. თარგმნის ინგლისური, ფრანგული და რუსული ენებიდან. ნინო ქაჯაიას თარგმანები 1981 წლიდან სისტემატურად იბეჭდება სალიტერატურო პრესაში.

2007-2011 წლებში იყო თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსის – „გალას“ ჟიურის წევრი. ჰყავს ერთი შვილი.

გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ახალგაზრდა კომუნისტი” (1975-1981).
  • „ლიტერატურული საქართველო” (1981-2007).
  • „ქომაგი” (1998-2001).
  • „ქართული სიტყვა” (2002-2003).
  • „24 საათი” (დამატება “დედაქალაქი”).
  • ქალაქ თბილისის საკრებულო, საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი (2008 - დღემდე).

წიგნებად გამოცემული თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოხედე შენს სახლს, ანგელოზო. „არტანუჯი“. artanuji.ge. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2020.