ნინო სავანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნინო სავანელი
დაბადების თარიღი 28 ივნისი, 1924
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 5 დეკემბერი, 2023 (99 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ჯილდოები მედალი „შრომის ვეტერანი“

ნინო სავანელი (დ. 28 ივნისი, 1924, თბილისი — გ. 5 დეკემბერი, 2023) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1947 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1947–1948 წლებში იყო მ. ასათიანის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ფსიქიატრიის უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი ხოლო 1958 წელს უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1968 წელს სწავლული მდივანი, 1978 წელს ორგანული მეთოდური განყოფილების ხელმძღვანელი, 1979 წელს ნევროლოგიური განყოფილების მეცნიერ ხელმძღვანელი. 1979–1993 წლებში ნარკოლოგიური განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი; 1993 წელს წამყვანი მეცნიერ მუშაკი; 1998 წლიდან უნივერსიტეტის საკონსულტაციო პოლიკლინიკის კონსულტანტია. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 1947–1948 წლებში მუშაობდა ი. ბერიტაშვილის უნივერსიტეტში, მოსკოვის უმაღლესი ნერვული მოქმედების უნივერსიტეტში, სერბსკის ზოგადი და სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევით უნივერსიტეტში, მოსკოვის ფსიქოთერაპიის კურსებზე (1951; 1958; 1986), საზოგადოება „ცოდნის“ ხაზით გაზეთებსა და ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს სტატიები, მეთოდური რეკომენდაციები, ბროშურები. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1958 წელს „უმაღლესი ნერვული მოქმედების შესწავლა იპოქონდრიული სინდრომების დროს“.

სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 1970 წელს „მეტყველებით–მოძრაობითი რეაქციების დინამიკური შესწავლა შიზოფრენიის პარანოიდული ფორმის დროს“.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1992 — მედალი „შრომის ვეტერანი“
  • 1988 — მედალი „შრომითი წარჩინებისთვის“

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოზარდთა ალკოჰოლიზმი (ავტორი), თბ., განათლება, 1989, გვ. 21
  • ალკოჰოლიზმი და სპორტი (ავტორი), თბ., განათლება, 1989, გვ. 11
  • ნარკოლოგია (ავტორი), თბ., განათლება, 1987, გვ. 158

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 245

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]