ნინო როინიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნინო როინიშვილი (დ. 26 იანვარი, 1928, თბილისი — გ. 10 აპრილი, 2011) — ქართველი ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნინო ნიკოლოზის ასული როინიშვილი დაიბადა 1928 წლის 26 იანვარს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამამისი ნიკოლოზ მინას ძე როინიშვილი ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი იყო, ხოლო დედამისი არუსიაკ ამაიაკის ასული როინიშვილი — ინჟინერი. 1945 წელს ნინომ დაამთავრა საშუალო სკოლა და ამავე წელს შევიდა თვილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე. ხსენებული უნივერსიტეტი 1950 წელს დაამთავრა და ამავე წელს მუშაობას დაიწყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე კოსმოსური სხივების განყოფილებაში. 1951 წლიდან იგი მონაწილეობას იღებდა ფიზიკის ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის ერთობლივ მაღალმთან ექსპედიციაში იალბუზზე. 1956 წლიდან იგი არის იალბუზზე მოწყობილი კოსმოსური სხივების ლაბორატორიის გამგე. ეს თანამდებობა მან შეინარჩუნა მანამ, სანამ ლაბორატორია ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ გადაეცა. 1962 წელს ნინომ საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა შემდეგ საკითხზე: „უცნაური ნაწილაკების განივი იმპილსების შესწავლა“. ხოლო 1972 წელს მან წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. სადოქტორო დისერტაციის თემას წარმოადგენდა მრავლობით გენერაციის პროცესები 200 გევ ენერგიის ზემოთ“.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნინო როინაშვილის იალბუზის ლაბორატორიაშ ყოფნის პერიოდში ეს დაწესებულება სწავლობდა უცნაური ნაწილაკების თვისებებს. სწორედ ამ ლაბორატორიაში პირველად იყო რეგისტრირებული პიპერონები და მეზონები. ამაჩქარებლის გაშვების მომენტისათვის რომელთა ენერგია საკმარისი იყო ნაწილაკთა გენერაციისათვის, იალბუზის ლაბორატორიაში მსოფლიოში ყველაზე მეტი სტატისტიკური მონაცემები ჰქონდა ამ ნაწილაკთა შესახებ. სწორედ ამ ლაბორატორიაში მიღებული შედეგების საფუძველზე დაიცვა ნინომ საკანდიდატო დისერტაცია და აგრეთვე გამოაქვეყნდა 14 სამეცნიერო შრომა. შემდგომში როინიშვილის ეს შრომები საფუძვლად დაედო ფიზიკის ინსტიტუტის სისტემატური გამოკვლევების დაწყებას მხავალმხრივი გენერაციის საკუთარ პროცესებზე.

ნაწილაკთა გენერაციის პროცეი წარმოადგენს ერთ-ერთ საკვანძო პრობლემას ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკაში. ნინო ორინიშვილმა აღმოაჩინა, რომ მრავალმხრივი გენერაციის პროცესის გამოკვლევა წარმატებით განვითარდებამხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შიესწავლება წარმოქმნილ ნაწილაკთა კორელაციური თვისებები. მის მიერ ამ მიმართულებით შემოთავაზებული გამოკვლევის ხერხები შემდგომ პერიოდში წარმოადგენდა მსოფლიოს მრავალი ლაბორატორიის კვლევის მეთოდს.

ცხოვრების შემდგომ პერიოდში ნინო როინიშვილი იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის საკავშირო ექსპერიმენტის „პამირის“ ერთ-ერთი მონაწილე, რომლის დანიშნულებაც იყო შეისწავლოს კოსმოსური გამოსხივების ადრონების ბირთვული ურთიერთქმედება 14 ევ-ზე უფრო მაღალი ენერგიის დროს. ექსპერიმენტი „პამირი“ ერთ-ერთი ძირითადი იყო საბჭოთა კავშირში ჩატარებულ ექსპერიმენტებს შორის ენერგიების ამ არეში. ნინო როინიშვილი ამ ექსპერიმენტის აქტიური მონაწილე იყო და იგი ფიზიკის ინსტიტუტის იმ ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა, რომელიც უშუალოდ ამ ექსპერიმენტში მონაწილეობდა. ამ თემასთან დაკავშირებით ნინოს 5 შრომა აქვს გამოქვეყნებული, რომლებითაც მონაწილეობა მიიღო მაღალი ენერგიებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციებში.

ნინო როინიშვილის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში კოსმოსური სხივების სკოლის განვითარება. შემდგომ პერიოდში ეს სკოლა აერთიანებდა რამდენიმე მეცნიერებათა დოქტორს, ათზე მეტ ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატს და მრავალი მაღალი კვალიფიკაციის მქონე ფიზიკოსსა და ინჟინერს.

იგი 1965 წელს არჩეულ იყო ქალაქ თბილისის საბჭოს დეპუტატად, ხოლო 1974 წელს ქალთა საერთაშორისო წლის ჩასატარებელი რესპუბლიკური საბჭოს წევრად. აგრეთვე იგი იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული „კოსმოსური სხივების“ პრობლემების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

ნინო როინიშვილი გარდაიცვალა 2011 წლის 10 აპრილს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 160-162, თბ., 1988.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]