ნინო რამიშვილის ქუჩა
იერსახე
ნინო რამიშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ვაკის რაიონი |
უბანი | ვაკე |
წინა სახელები | უნივერსიტეტის I შესახვევი, ნიკო მარის შესახვევი, უნივერსიტეტის I ჩიხი, ილია ჭავჭავაძის პროსპექტის I ჩიხი, ჭავჭავძის გამზირის I შესახვევი |
ნინო რამიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ვაკის რაიონში (ვაკე); ილია ჭავჭავაძის გამზირსა და მდინარე ვერის ხეობას შორის. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. თბილისის ქუჩების 1926 წლის ცნობარში შეტანილია როგორც უნივერსიტეტის I შესახვევი. 1940 წელს — როგორც ნიკო მარის შესახვევი. 1955 წლის ცნობარით უნივერსიტეტის I ჩიხია. 1974 წლის ცნობარით — ილია ჭავჭავაძის პროსპექტის I ჩიხი. ბოლოს ჭავჭავძის გამზირის I შესახვევი დაერქვა. 2007 წელს ნინო რამიშვილის სახელი ეწოდა. ქუჩაზე, №2 სახლში, განთავსებულია ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 144, ISBN 978-99928-20-35-3.