შინაარსზე გადასვლა

ნინო მაღნარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნინო მაღნარაძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 15 მარტი, 1916(1916-03-15)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი სენაკი[1] [2] [3]
გარდ. თარიღი 26 მაისი, 1992(1992-05-26)[1] [2] [3] (76 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი[2] [3]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა მათემატიკოსი[1] , ასტრონომი[1] [3] და მკვლევარი[3]
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია[1] [2] [3]
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა[1] [2] [3]
საქართველოს სსრ[1] [2] [3]
 საქართველო[1] [2] [3]

ნინო გიორგის ასული მაღნარაძე (დ. 15 მარტი, 1916 — გ. 26 მაისი, 1992) — ქართველი ასტრონომი, მათემატიკოსი და პედაგოგი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1969). პირველი ქალი საქართველოში, რომელსაც ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.[4]

ნინო მაღრაძე დაიბადა 1916 წლის 15 მარტს, ქალაქ სენაკში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1939 წელს. 1939–42 წლებში იყო ასტრონომიის კათედრის ასპირანტი ცის მექანიკის სპეციალობით.

1941–92 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის, ასისტენტის, დოცენტის, პროფესორის თანამდებობებზე. მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება ცის მექანიკის აქტუალურ საკითხებს. კერძოდ, იგი იკვლევდა ცვლადი მასის მქონე კოსმოსური სხეულების (მეტეორიტები, კომეტები, თანამგზავრები) მოძრაობას. მან შეიმუშავა ახალი ეფექტური მეთოდი ცვალებადმასიანი სხეულის მოძრაობის ამოცანების შესასწავლად — კოსმიური სივრცის ფრენის პირობებში. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა ამ ამოცანების არა მარტო ანალიზური ამონახსნის მიღებას, არამედ საკმაოდ ხელსაყრელია თანამედროვე ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებზე რიცხვითი რეალიზაციისათვის.

დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 5, თბ., 2024.  გვ. 589.
  • საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი; ნოდარ მახვილაძე. თბ. 2016, გვ. 244–245.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]