ნინო თათრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნინო თათრიშვილი
დაბ. თარიღი 20 სექტემბერი 1908(1908-09-20)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 7 სექტემბერი 1994(1994-09-07) (85 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნინო თომას ასული თათრიშვილი (დ. 3 ოქტომბერი [ძვ. სტ. 20 სექტემბერი], 1908, თბილისი, — გ. 7 სექტემბერი, 1994, თბილისი) — ქართველი გეოლოგი. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1954). საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1960).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1928 წელს. 1928–1940 წლებში მუშაობდა საკავშირო მინერალოგიური ნედლეულის ინსტიტუტის ამიერკავკასიის განყოფილებაში, 1940 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. 1937–1950 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი შრომები ძირითადად ეხება გრანიტოიდების პეტროლოგიას, სხვადასხვა შედგენილობისა და გენეზისის საწყისი ქანების მეტასომატური გრანიტიზაციის პრობლემებს, მინერალური ფაციესების სისტემატიკას, მეტამორფიზმის ზოგად საკითხებს.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Магматическая деятельность в Грузии в допалеозое и палеозое, Тб., 1948;
  • Магматизм Грузии и связанные с ним рудообразования, М., 1959 (თანაავტ. Г. М. Заридзе).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]