ნინო ვარაზაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნინო ვარაზაშვილი (დ. 20 დეკემბერი, 1926, თბილისი — გ. 27 აგვისტო, 2009) — ქართველი არქიტექტორი, ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1982), ჰიდროტექნიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1947 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

1947-1950 წლებში მუშაობდა „საქსოფელელექტროპროექტში“. 1951 წლიდან წყალთა მეურნეობის და საინჟინრო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1957-1971 წლებში სექტორის გამგედ, 1972 წლიდან სამთო წყალსაცავების და ზღვის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. 1970-1993 და 1978-1993 წლებში კითხულობდა ლექციებს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მონაწილეობდა სხვადასხვა სამეცნიერო კომისიის მუშაობაში. 1978-1992 წლებში იყო ზღვისა და წყალსაცავების წყლის რესურსების ათვისებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო პროგრამების ერთ-ერთი განაკვეთის კოორდინატორი. ნინო ვარაზაშვილი იყო სამთო რეგიონებში ბუნებრივი სპეციფიკის გათვალისწინებით წყლის რესურსების გამოყენების და დაცვის საკითხების კომპლექსური მეცნიერული კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი. არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2003 — ღირსების ორდენი
  • 1990 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]