კატი დადეშქელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნინო დადეშქელიანი)
კატი დადეშქელიანი
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1890
გარდაცვალების თარიღი 1977
გარდაცვალების ადგილი პარიზი
ბრძოლები/ომები I მსოფლიო ომი

კატი დადეშქელიანი (დ. 1890 — გ. 1977, პარიზი) — ქართველი მწერალი, თავადი ალექსანდრე დადეშქელიანის ქალიშვილი. მამამისი, სახელმწიფო ტყის ფონდის ინსპექტორი იყო, რომელიც 1909 წელს მოკლეს.

პირველი მსოფლიო ომის დროს, კატი დადეშქელიანი რუსეთის არმიას შეუერთდა, სადაც თათრეთის მე-4 პოლკში მსახურობდა. მას ავსტრიის ფრონტზე სასწრაფო დახმარების მანქანა დაჰყავდა, სადაც მოგვიანებით, 1916 წელს, დაიჭრა.

ომის შემდეგ, კატი დადეშქელიანი საქართველოში ცხოვრობდა, სადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში მუშაობდა. თუმცა, როდესაც 1921 წლის მარტში, საბჭოთა რუსეთი შემოიჭრა და კონტროლი დაამყარა საქართველოზე, ოჯახი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. 1934 წელს, დადეშქელიანის ომისდროინდელი მოგონებები — „თავადის ქალი მუნდირში“ გამოიცა. 2021 წელს ქართულად გამოსცა ნოდარ დუმბაძის გამომცემლობამ. თარგმნა და ნარკვევი დაურთო ქეთევან ტომარაძემ.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]