შინაარსზე გადასვლა

ნინო არობელიძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნინო არობელიძე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ნინო არობელიძე
აგრეთვე ცნობილი როგორც „გოგონა სახელად ნინო“
დაბ. თარიღი 1984, 17 დეკემბერი
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
წარმოშობა საქართველოს დროშა ქართველი
ჟანრ(ებ)ი ჯაზი, ინდი როკი, სოული, ალტერნატიული როკი, არტ როკი, ბაროკო-პოპი, კლასიკური
საქმიანობა ვოკალისტი, მულტი-ინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი, პროდიუსერი
აქტიური 2010 -
ლეიბლ(ებ)ი Ni Fu Ni Fa Records, Moonlight Daughter Records
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
ვოკალი, პიანინო, სინთეზატორი, გიტარა, უკულელე, ბას-გიტარა, კახონი
საიტი ოფიციალური საიტი

ნინო არობელიძე (დ. 1984, 17 დეკემბერი, თბილისი, საქართველო) — ქართველი მომღერალი, მულტი ინსტრუმენტალისტი და სიმღერების ავტორი. მისი ძირითადი ჟანრებია: ჯაზი, ინდი როკი, სოული, ალტერნატიული როკი, არტ როკი, ბაროკო-პოპი და კლასიკური.

დაიბადა 1984 წელს ქალაქ თბილისში. დედა ბიოქიმიკოსი და მიკრობიოლოგი, მამა კი ჰიდრავლიკოსი გახლდათ. 1998 წელს დედა ამერიკაში, როზალინ ფრანკლინის სახელობის უნივერსიტეტში სამუშაოდ მიიწვიეს და ამიტომ მთელი ოჯახი საცხოვრებლად ილინოისში გადავიდა.

ახალ გარემოსთან შეგუება 14 წლის გოგონასთვის რთული აღმოჩნდა. მან კარგად იცოდა ქართული, რუსული და ფრანგული ენები, მაგრამ არ ფლობდა ინგლისურს. სწორედ ენის ბარიერის გამო თანატოლებთან ურთიერთობა უჭირდა, მით უფრო, რომ მათ უბანში ემიგრანტები საერთოდ არ იყვნენ, მხოლოდ ამერიკელები ცხოვრობდნენ. სიმღერა ნინომ სწორედ ამ პერიოდში დაიწყო. აღნიშნულ დროს იგი, მღეროდა სკოლის გუნდში, თუმცა ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ მუსიკა მისი მთავარი პროფესიული არჩევანი გახდებოდა. ნინო არობელიძემ განათლება კლასიკური ვოკალის მიმართულებით მიიღო. დაამთავრა ჩიკაგოს კლასიკური საოპერო DePaul University. აქვე დაეუფლა სხვადასხვა ინსტრუმენტს. თავიდან გიტარა და ფორტეპიანო აინტერესებდა.

2009 წელს ჩამოაყალიბა პირველი ჯგუფი - The CrossRoads Project, 2010 წელს კი გამოუშვა პირველი ალბომი – Strange brew სახელწოდებით.

თავდაპირველად, შემოქმედებითი გზის დასაწყისში ახალგაზრდა მუსიკოსი, ნინო არობელიძე მუდმივ ძიებაში იყო და მუსიკის არაერთი მიმართულება მოსინჯა. მოღვაწეობის პერიოდში სხვადასხვა ჯგუფებში მღეროდა და განსხვავებულ ინსტრუმენტებზე უკრავდა. თავდაპირველად ფრანგული ჯაზის იმპროვიზატორული სტილის მიმართულებამ გაიტაცა. უნივერსიტეტში გაეცნო აგრეთვე მულტიკულტურული რიტმებით გაჯერებულ ორიგინალურ მუსიკას პოპ-ჯაზის კონცენტრაციით. ამ მიმართულებით მომუშავე ჯგუფთან ერთად ალბომიც გამოუშვა, მაგრამ როცა იგრძნო, რომ ჯგუფმა თავი ამოწურა, დაუნანებლად დატოვა.

2016 წლის აპრილში გამოიცა მისი მორიგი, მეოთხე ალბომი - „Girl Named Nino“ („გოგონა სახელად ნინო“). მის ბენდსაც იგივე სახელწოდება ჰქონდა, ხოლო მოგვიანებით ეს სახელი ფსევდონიმადაც აირჩია.

„ნინო არობელიძე – სასწაულია“ – ეს სიტყვები კი ბლუზის მუსიკოსსა და მწერალს ენდი უილისს ეკუთვნის.

„ჩიკაგოს სამუსიკო აკადემიაში“ გამართულ ნინო არობელიძის ერთ–ერთ კონცერტს ესწრებოდა ჩიკაგოს რადიოს The Jazz Supreme Show–ს წამყვანი ვაუნ უილსონი, რომელიც მას მერე ნინოსა და მის ბენდს რადიოში ხშირად იწვევს. „ნინო არობელიძე - დაიმახსოვრეთ ეს სახელი!“ – წამოუძახია მას ერთ-ერთი გადაცემისას.

ნინო არობელიძეს ეკუთვნის აგრეთვე მუსიკა ფილმებში „Our Blood Is Wine“ (Music Box - Films 2018).

ამჟამად ნინო არობელიძე თავის ოჯახთან ერთად ჩიკაგოში ცხოვრობს. ნინოს მეუღლე, პაბლო გორდი მუსიკოსი, პროდიუსერი და მწერალია. მათი მეგობრობა 2012 წელს სწორედ მუსიკალური თანამშრომლობით დაიწყო. მათ ერთად 2012 წელს Soul Funk კოლექტივი Forbidden Knowledge დაარსეს.

  • The Crossroads Project - Strange Brew EP (2011)
  • Forbidden Knowledge - Urbanismz (2012)
  • Nino Arobelidze - Nomad (2014)
  • Nino Arobelidze - Girl Named Nino (2016)
  • Girl Named Nino - Moonlight Daughter (2018)
  • Girl Named Nino (2016)
  • Lost at The Bazaar (2018)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნინო_არობელიძე“-დან